კომპანია RMG-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 9 ოქტომბერს 55 ათასი ლარი შესწირა.
დავით ბალანჩივაძე 2017 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბალანჩივაძე შპს მსაი-თრეიდინგი MSI-trading-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე 25%-იან წილს ფლობს შპს B&B Trading-ში.