Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაზღვევის 25 წლის იუბილე

21 მაისი 2015

სადაზღვევო კომპანიის არჩევისას ადამიანებმა ყურადღება სწორედ სტაბილურობას, გამოცდილებას, განვითარების დინამიკას, მის გადამზღვეველებს, რისკის მართვის ეფექტურობასა და კორპორაციულ კულტურას უნდა მიაქციონ. „ალდაგი“ ყველა ამ პარამეტრით ლიდერია.

 ზუსტად 25 წლის წინ, 1990 წელს, საქართველოს სადაზღვევო სამედიცინო კომპანია ალდაგი შეიქმნა. ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის კუთხის პატარა ოფისის ორ ოთახში სამი თანამშრომელი მუშაობდა. მათ მიერ დაზღვეული პირველი ორგანიზაცია კი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები იყო, რომელიც 5000 ადამიანს აერთიანებდა. ასე დაიწყო საქართველოში ფუნქციონირება პირველმა სადაზღვევო კომპანია _ „ალდაგმა“. „ალდაგის“ დაარსებით კი საქართველოში დაზღვევის ისტორია იწყება.

უკვე ერთ წელიწადში, 1991 წელს, „ალდაგის“ მთლიანმა მოზიდულმა პრემიამ ერთ მილიონ მანეთს გადააჭარბა. დაარსებიდან 4 წელიწადში, 1994 წელს, ალდაგმა საქართველოში უდიდესი გადამზღვევი კომპანია Swiss Re მოიწვია.

ქვეყნის ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის მიუხედავად, „ალდაგი“ განვითარებას არ წყვეტდა და ამ განვითარებით ბაზრის წინსვლასაც უწყობდა ხელს. კომპანიამ ბაზარს სიცოცხლის დაზღვევა შესთავაზა. რასაც ქონების ავტომობილების, სამოგზაურო, შემდეგ კი მოქალაქეების ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა მოჰყვა.

განვითარებასთან ერთად კომპანია არ წყვეტს საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელებას. ალდაგი საქართველოში მცხოვრები 245 000 ბავშვის ჯანმრთელობას აზღვევდა. 2000 წელს კომპანია ალდაგი საქველმოქმედო ორგანიზაციათა ათეულში დასახელდა.

საქართველოში წარმატებულმა კომპანიამ მალე საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ჟენევაშიგამართულ BUSINESS INITIATIVE DIRECTIONS  -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ალდაგი“ საუკუნის ოქროს კატეგორიით დაჯილდოვდა.

ინოვაციური პროდუქტები კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ინდუსტრიისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი აგროდაზღვევა იყო. 2008 წელს „ალდაგმა“ ის ბაზარზე პირველმა გამოიტანა. 2012-2014 წლებში კომპანიამ ამ მიმართულებით, 3 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აანაზღაურა. „ალდაგი“ ამჟამადაც აქტიურადაა ჩართული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტში. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქონებრივი რისკების დაზღვევის მიმართულებით "ალდაგმა" სულ 58 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა. აქედან 15 მილიონი ლარი _ მხოლოდ 2014 წელს.

„ჩვენ 25 წლის განმავლობაში აქტიურად და სტაბილურად ვართ წარმოდგენილები სადაზღვევო ბაზარზე და მუდმივად ვცდილობთ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობას: თანამედროვე პროდუქტების დანერგვას როგორც კორპორაციული, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, რათა ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლები „ალდაგს“ ენდობოდნენ, თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ“, _ აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

„ალდაგისთვის“ სტაბილურობა მხოლოდ პოლისების გაცემით არ გამოიხატება. სანდოობის მოპოვებისთვის დიდი მნიშვნელობა მომხმარებლებზე ზრუნვას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნასა და ზარალის ანაზღაურების სიმარტივეს აქვს. ქართულ სადაზღვევო ისტორიაში მნიშვნელოვანია „ალდაგის“ მიერ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ზარალის ანაზღაურება _ 2003 წელს კახეთში ჭაბურღილზე ინციდენტის შედეგად დაიღვარა ნავთობი, ზარალმა 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. კომპანიამ ის მოკლე ვადაში აანაზღაურა.

სადაზღვევო კომპანიის არჩევისას ადამიანებმა ყურადღება სწორედ სტაბილურობას, გამოცდილებას, განვითარების დინამიკას, მის გადამზღვეველებს, რისკის მართვის ეფექტურობასა და კორპორაციულ კულტურას უნდა მიაქციონ. „ალდაგი“ ყველა ამ პარამეტრით ლიდერია.

„სტაბილურობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში ჩვენგან მოსახლეობამ იგრძნო, კომპანიის შედეგებზეც აისახება. დღესდღეობის მოსახლეობის 99%-სთვის დაზღვევა სწორედ „ალდაგთანაა“ ასოცირებული. სულ უფრო მეტი ადამიანი ენდობა ჩვენს კომპანიას, რითიც, ბუნებრივია, ვამაყობთ და ვცდილობთ, მუდმივად შევთავაზოთ მათ სიახლეები, წავახალისოთ და დავიცვათ ისინი“, _ ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^