პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. - ამის შესახებ მან „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.
დავით თარხან-მოურავის თქმით, 25 ნოემბერს ისინი მასშტაბურ შეკრებას გეგმავენ „დინამოს“ სტადიონზე, სადაც ის ადამიანები იქნებიან მიწვეულნი, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს გააპროტესტებენ.
თარხან-მოურავის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მხარს ზურაბიშვილის უჭერს, მათ ხელისუფლებასთან არაერთი მოთხოვნა ექნებათ.
„პატრიოტთა ალიანსი“ კიდევ ერთ აქციას ბათუმში, ერას მოედანზე, 1 დეკემბერს გეგმავს.