Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მიდის - ქობულია "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზებაზე

26 ნოემბერი 2018

„საქართველოს რკინიგზა,“ როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, შედის ეფექტურობის ამაღლების პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით  საქართველოს რკინიგზის ფარგლებში იგეგმება რეორგანიზაცია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ მომავალში, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობაში გვქონდეს უფრო მეტი ჩართულობა და ამისთვის აქ შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები, რაც არის ყველა ქვეყანაში მიღებული საუკეთესო პრაქტიკა." - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის კომენტარი"ლიბერალს" უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა.

მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზებას ჯერჯერობით  არ იგეგმება.

„საქართველოს რკინიგზასთან“ დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საუბარია იმაზეც, რომ   ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, გავმიჯნოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატორი, როგორც ორი კომპანია რკინიგზის შიგნით.  

ეს არის ევროკავშირთან შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ვფიქრობთ, ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ეფექტურობამ აიწიოს, რაც დაგვეხმარება უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ რკინიგზაზე და დიდი წვლილი შევიტანოთ  ჩვენი ქვეყნის  ლოგისტიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზებას და გასხვისებას, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მიდის. რასაც ჩვენ ვგეგმავთ,  ეს არის უფრო მეტი კერძო ოპერატორების შემოყვანა მოძრავ შემადგენლობაში. ეს არ არის პრივატიზება, ეს არის რკინიგზის ჰოლდინგის  შიდა რესტრუქტურიზაცია,  თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ოპტიმიზაცია“ - ამბობს მინისტრი. 



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^