საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, თუმცა მედიისთვის ანონსი მისი ვიზიტების შესახებ არ გაუვრცელებიათ.
გმირთა მოედანზე და მთაწმინდის პანთეონში მისი მისვლის კადრები ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გადაიღო და შემდეგ გაავრცელა.
„გავავრცელებთ ჩვენ მიერ გადაღებულ კადრებს და იქნება თქვენთვის ინფორმაცია. რაღაცას [ანონსს] ვავრცელებთ, რაღასაც არ ვავრცელებთ, რა არის აქ საძიებო? არანაირი მიზეზი არ იყო, უბრალოდ ეს საკითხი არ გავრცელდა და ჩვენით გადავიღეთ კარდები", - უთხრეს „ლიბერალს" ზურაბიშვილის პრესსამსახურში.