Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელი: ვაკის პარკის ე.წ. დამცველებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონს

19 იანვარი 2019

შპს "სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელი გოგა ზაქაიძე, თბილისის მერის საპასუხოდ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი რეკლამის ნიშნის ქვეშ ავრცელებს. 

"სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელის თქმით, მან მოიგო ყველა ინსტანციის სასამართლო. "შესაბამისად იურიდიულად, ჩვენს კომპანიას არ აქვს პრობლემა დაიწყოს მშენებლობა. ვაკის პარკის ე.წ. დამცველებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონს"

განცხადების ავტორის თქმით, კერძო საკუთრების ხელყოფა ამ ქვეყანაში დაცულია კანონის ძალით. და მათთვის აგრეთვე გაუგებარია, ქალაქის მესვეურების, მერის განცხადება მშენებლობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

________________________________

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. 

მისი თქმით, ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში მისთვის კატეგორიულად მიუღებულია: „სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და, ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა“.

„ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ეკოლოგიური კატასტროფა ამაზონის ტყეებში

ვიდრე ამაზონის ეკოლოგიური კოშმარი ჯოჯოხეთის სახეს მიიღებს, ვიდრე მისი ტყეები და ცხოველები განადგურდება, ვიდრე ადამიანთა ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

ტურიზმის განვითარება „გავრილოვის ღამის" ...

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლი ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...

მეტი

^