Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected]GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელი 360 გრადუსით უნდა შევაფასოთ - ინტერვიუ ბერიკა შუკაკიძესთან

12 თებერვალი 2019

ინტერვიუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძესთან.

პირველ შეხვედრაზე სადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ ისაუბრეთ განაცხადეთ, რომ უფროსს მასწავლებლებს, რომელთათვისაც ეს წელი ბოლო იყო სტატუსის შესანარჩუნებელი 13 კრედიტქულის დასაგროვებლად, გარკვეული აქტივობები უნდა განეხოციელებინათ. კონკრეტულად რა აქტივობების განხორციელება მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად 13 კრედიტქულა ჯერ არ დაუგროვებიათ.  

სტატუსს ინარჩუნებს ყველა, მიუხედავად დაგროვებული კრედიტქულების რაოდენობისა. წინა მინისტრების გადაწყვეტილების გამო არ იქნებოდა სამართლიანი, რომ მათთვის, ვინც შეწყვიტა სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტების დაგროვებაზე ზრუნვა, ეს გვეთქვა.

ხოლო ვისაც სტატუსის შეცვლა უნდა, ყველას ექნება საშუალება, სასწავლო წლის ბოლომდე ჩაატარონ აქტივობები. ივნისის ჩათვლით შეუძლიათ სკოლაში დარჩენილი აქტივობები განახორციელონ, წლის ბოლომდე კი - გარე დაკვირვება. ის აქტივობები, რომლებიც ჩვენი ცენტრის ეგიდით უნდა განხორციელდეს. ამისთვის წლის ბოლომდე ვაძლევთ ვადას.

პირველ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ შენარჩუნებისთვის საჭირო კრედიტების დაგროვებაზე ისევ უნდა ეზრუნაუფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებს. შეიცვალა თუ არა ეს გადაწყვეტილება?

ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ეს იყო ვერსია, რომელზეც ვმუშაობდით. შევეკითხეთ მასწავლებლებს და ახლა ჩვენ გვითხრეს, რომ რახან ეს წინა მინისტრების შეპირებაა, ახალ დათქმას ვეღარ გააკეთებთ და სტატუსი შეუნარჩუნდება ყველასო.

გადაიხედება თუ არა ეს, რადგან ჯერ საკანონმდებლო ცვლილებები არ შესულა?

არა, ეს აღარ გადაიხედება და ასე დარჩება.

ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც გააჟღერეთ არის სკოლის მონაწილეობა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში. გამოცდა იქნება სტატუსიდან სტატუსზე გადასვლის გზა, პედაგოგის პროფესიულ განვითარებას კი სკოლა დააკვირდება. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რაზე საუბრობთ და როგორი სისტემა დაინერგება 2020 წლიდან.

გვექნება ორი გამოცდა საგნობრივი და პროფესიული. საგნობრივ გამოცდას ჩააბარებს ყველა, ვისაც სკოლაში შესვლა უნდა. ვისაც სტატუსის შეცვლა უნდა, ის აბარებს პროფესიულ გამოცდას.

საგნის ერთდონიან გამოცდას ჩააბარებს ყველა, ვინც სისტემაში შედის და უნდა გადალახოს 60%+1; ასევე მოუწევთ პროფესიული გამოცდის ჩაბარება, რომელიც ვფიქრობ, რომ სამდონიანი იქნება.

ეს ჩემი მოსაზრებაა, რაზეც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სახელმწიფომ რომ რესურსი დაზოგოს, გავაკეთოთ ასე, იყოს სამდონიანი გამოცდა და 80 – 100 ქულამდე ვინც აიღებს, მიენიჭოს ყველაზე მაღალი მენტორის სტატუსი.

მასწავლებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ტესტის ჩაბარება და გვინდა, რომ ამ გამოცდებს შევძინოთ პრაქტიკული კომპონენტი, ანუ პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირება მოვახდინოთ, რომ როგორმე უფრო კარგად და ზუსტად გავზომოთ მასწავლებლის კვალიფიკაცია, სანამ ის სკოლაში შევა. გვექნება ორი გამოცდა - საგნობრივი, რომელსაც ყველა ჩააბარებს, რომ სკოლაში შევიდეს; ვისაც უნდა სტატუსის შეცვლა, ის ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას. ეს იქნება ცვლილებების, ანუ წინსვლის ერთი გზა.

მეორე რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ, ეს ცენტრის ინიციატივაა და ვცდილობთ, ჩვენს მოსაზრებებში დავარწმუნო გადაწყვეტილებების მიმღები პირები.

ჩვენი იდეა ასეთია - სკოლაში შეიქმნას საშუალო რგოლის მენეჯმენტი, სადაც შევლენ კათედრის გამგეები, დირექტორის მოადგილეები. ეს იქნება დამსახურებითი თანამდებობა და დაერქმევა ხარისხის მართვისა და მხარდაჭერის ჯგუფი. ამ რგოლს არ ექნება დასჯის, ზეწოლის ფუნქცია, ეს იქნება მხარდაჭერაზე დაფუნძებული თანამშრომლობა.

წარმოიდგინეთ მე ვარ მასწავლებელი, მჭირდება დახმარება, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს დახმარების რესურსი ადგილზე.  ასევე რესურსცენტრების დონეზე ინსტრუმენტს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა.

ჩვენ გვინდა სისტემის დეცენტრალიზაცია, მასწავლებლის სახლი არ უნდა იყოს ყველაფრის გამგებელი.

როგორ დაკომპლექტდება ეს რგოლი?

იქნება უფრო მაღალანაზღაურებადი, ვიდრე მასწავლებლის ხელფასია. სკოლა არის ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც საშუალო რგოლი, მენეჯმენტი არ ჰყავს. ინტეგრირება მოხდება მასწავლებლის სახლის წარმომადგენლების რესურსცენტრის დონეზე.

წინსვლისთვის, გამოცდის გარდა, სხვა გზაც იარსებებს. მაგალითად, არ გინდათ გამოცდაზე გასვლა, ხარისხის ჯგუფი შეადგენს აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც უნდა განახორციელოს და მათ შორის იქნება კლასში სასწავლო პროცესზე დაკვირვებაც.

ჩვენი იდეა არის ასეთი - მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მისი საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს საქმეში დაკვირვებისას. ხარისხის ჯგუფს ექნება თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ფუნქცია.

თუ ჩვენ საკლასო ოთახის დაკვირვებას არ ვაწარმოებთ, ვერ გავიგებთ პედაგოგების საჭიროებებს და მათ საქმიანობას.

ამას დაემატება სასკოლო კულტურის კვლევა, მშობლების კვლევა, ბავშვების კვლევა. როგორია ეს მასწავლებელი, რომ 360 გრადუსით შევაფასოთ. ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ამისთვის გვჭირდება ხარისხის მართვის ჯგუფი.

ეს ჯგუფი გვეუბნება, რომ ეს პედაგოგი უფროსი კი არა წამყვანი მასწავლებელი უნდა იყოს, ოღონდ მან უნდა წარმოადგინოს საქმიანობები - სამოდელო გაკვეთილი, კვლევა, მის მიერ შექმნილი რესურსი და დაიცვას ის კომისიის წინაშე.

ცვლილებები ისე მესმის, რომ თითქოს თანამშრომლობა ხარისხის მართვის ჯგუფთან პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის ფარგლებში პედაგოგების ნებაზე იქნება. ვისაც წინსვლა სურს, ვინც არ ზრუნავს წინსვლაზე, როგორ იმუშავებენ ამ ჯგუფთან პროფესიული განვითარების მიმართულებით.

ამ ჯგუფის არსებობის შეფარული მიზანი არის ქცევის გამყარება. ეს ჯგუფი პრაქტიკოს მასწავლებელს სემესტრში ხუთჯერ დააკვირდება, ასევე დავახმართ, ე.წ. ქოუჩს. ასეთ რეჟიმში მას ქცევა გაუმყარდება.

უფროსს სამჯერ დააკვირდებიან, წამყვანს - ორჯერ.

ეს ჯგუფი დაგაკვირდებათ და თქვენთან ერთად გამოწერს თქვენი პროფესიული განვითარებისთვის წამალს.

როგორ მოხდება პედაგოგების სისტემიდან გაშვება?

ამაზე პოლიტიკას შეიმუშავებს სამინისტრო. ამას მაისის თვეში გააჟღერებენ. ეს იქნება სახელფასო პოლიტიკა მიბმული კეთილდღეობის პოლიტიკაზე.

როგორია თქვენი ხედვა დირექტორების მომზადების კუთხით და ასევე ამ სფეროში ახალი კადრების მოზიდვის კუთხით?

ცენტრს აქვს ცალსახა ხედვა. დირექტორს ვხედავ არა როგორც მნეს და სამუშაოთა მწარმოებელს, ის არის ლიდერი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დირექტორს შეეძლოს სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობა, მოსწავლეთა დისციპლინის შესახებ პოლიტიკის შემუშავება, სტრატეგიული გეგმის ფასილიტაცია და მონაწილეობის მიღება მის შექმნაში, სკოლის კულტურის კვლევაში მონაწილეობა. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვისთვის სკოლას ჰყავს ფინანსური მენეჯერი, ბუღალტერი და ა.შ. - ეს დირექტორი საქმე არაა. ეს ჩემი ნახევრად რომანტიული მოსაზრებაა - დირექტორმა უნდა იცოდეს ცარცის გემო. თუ არ იცის ცარცის გემო, მგონია, რომ ის კარგი დირექტორი ვერ იქნება. მას არ ეცოდინება საგაკვეთილო პროცესის შეფასება.

საქართველოში არიან კარგი სტუდენტები, ვისაც აქვთ დირექტორობის სურვილი. ჩვენ რომ ეს ახალგაზრდა კადრები დირექტორებად შევიყვანოთ, ამას სჭირდებათ პრაქტიკა და ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები.

რას გულისხმობს პედაგოგების პენსიაში გაშვების ინიციატივა, ომელიგაჟღერდა? 

პენსიაში გასვლა იქნება ნებაყოფლობით და არა იძულებითი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არავინ არ გაუშვებს პენსიონერ პედაგოგს იძულებით სახლში, ეს არასწორად იქნა გაგებული.

2011 წლიდან დღემდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკაში არაერთი ცვლილება შევიდა. კრედიტების დაგროვების სისტემაც უქმდება. ითქვა, რომ ის, რაც აქამდე იყო, წყალში გადაყრილი შრომა და ფულია. თქვენ რას ფიქრობთ?

უარყოფითად ვერ შევაფასებ, რადგან ამ სქემამ მასწავლებელთა პროფესიული აქტივობა გააძლიერა. შესაძლებელია უმეტესობამ ასეთი კვლევა, სამოდელო გაკვეთილი ვერ ჩაატარა, მაგრამ ისინი ესწრებონდნენ პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა ატივობებებს და შეიქმნა პროფესიული განვითარების კულტურა. ჩვენ ეს სისტემა ამ რეფორმით დავაკორექტირეთ.

განათლების რეფორმა არასოდეს სრულდება და ის სულ იცვლება.

სქემამ სკოლებში პროფესიული საქმიანობა გაააქტიურა, ახლა უნდა მოვიფიქროთ ისეთი აქტივობა, რომ ეს აისახოს სასწავლო პროცესზე.

როგორ გავზომოთ წლების შემდეგ, როეს ცვლილებები იყო სწორი. რა ინდიკატორებით გავზომოთ, თქვენ როგორ გეგმავთ მომავალში ამ ცვლილებების შედეგების შეფასებას?   

მსოფლიო საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია ამაზე. საერთაშორისო შეფასებაში თუ თქვენი სტუდენტების ქულები იწევს, ესე იგი თქვენი განათლების სისტემა გარკვეულწილად მუშაობს. TIMSS PIRLS PISA ამოწმებს ბავშვის ცოდნას, კოგნიტურ უნარებს. ტესტი არ არის კარგი შემფასებელი, მაგრამ არსებულ მდგომარეობაში ჯერ მსოფლიომ უფრო კარგი შეფასების სისტემა, ვიდრე კოგნიტურ უნარებზე დაფუძნებული ტესტია, ვერ მოიგონა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

საეჭვო „სინონიმები“

ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ ნადავ ლაპიდის „სინონიმებს&ld ...
15 თებერვალი
15 თებერვალი

ქალთა სახეები ბერლინალეზე

ბერლინალეს დირექტორის, დიტერ კოსლიკის გამოსათხოვარ და რიგით 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ...
14 თებერვალი
14 თებერვალი

სივრცითი მობილობა თბილისში - კვლევა

დღეს გაიმართა დისკუსია თემაზე „სივრცითი მობილობა თბილისში: გამოწვევები და პერსპექტივები“.  კვლევა ...

მეტი

^