Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელა ⏪კონკურსი მოსწავლეებისთვის

04 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პირველ ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ციხისძირის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე.17 წლის.

                                                                              

- ეს ჩანთა სად იყიდე?

- დედაჩემმა მაჩუქა, შეშინებული ხმით წარმოსთქვა გოგონამ ეს სიტყვები.

- შენ რა ისევ დედაშენთან ცხოვრობ? ისევ დედიკოს გოგო ხარ? - და თან გადაიხარხარა - გოგონებო ხედავთ? თურმე დედამ ჩანთა აჩუქა, იცი? ძალიან მოუხდება ეგ ჩანთა ჩემს ახალ ჟაკეტს.

- სხვა ყველაფერს მოგცემთ, ოღონდ ეს ჩანთა არ წამართვათ - შეჩერდა, უცებ სლუკუნი დაიწყო, მაგრამ ძალა ისევ მოიკრივა და შეშინებული ხმით თქვა - ეს ერთადერთია, რაც დედასგან დამრჩა.

- ოჰ, ოჰ ოჰ, მოიგონა ახლა რაღაც ტყუილები და გადმოყარა ნიანგის ცრემლები, სწრაფად მოიხსენი და მომეცი, შენნაირ მდაბიო, მახინჯ და ავადმყოფ ადამიანს, არ უხდება ეგ ჩანთა, მაინც მალე მოკვდები! - და ისევ ხმამაღალი სიცილი...

გოგონა კი ტირის, არ უნდა იმ ერთადერთი ნივთის დაკარგვა, რომელიც მართლა დედასგან დარჩა. ტიროდა გოგონა, გულამოსკვნილი ტიროდა, მაგრამ არავინ მას ყურადღებას არ აქცევდა, გვერდზე გამვლელებიც არაფრად აგდებდნენ, არავინ უწვდიდა დახმარების ხელს. გოგონები კი კვლავ იცინოდნენ, არ აღელვებდათ მოტირალი გოგონას ცრემლები, პირიქით გაღიზიანდნენ და ჩანთა გამოგლიჯეს ხელიდან - აპარატი მაინც დამიტოვეთ, ისე ვერ ვისუნთქებ - უცებ წამოიყვირა გოგონამ - ვერ ისუნთქებ? ჰოდა ძალიან კარგი, ერთით ნაკლები ავადმყოფი ეყოლება ამ ქალაქს! - უცებ ამოიღო აპარატი, შუა ქუჩაში ისროლა და სწრაფად მოსიარულე მანქანებმა მას ისე გადაუარეს, როგორც ამ გოგონებმა პატარა ელას.

მინდა გითხრათ, რომ ამ დღის შემდეგ ელა, არავის უნახავს, მაგრამ მე ვნახე და გავიგე. იმის გამო, რომ ოჯახს საშუალება არ ჰქონდა ახალი აპარატის შეძენისა სახელმწიფომ, ელა მოაშორა მამას, ბებიას და 2 მცირეწლოვან ძმას და ის ბავშთა სახლში წაიყვანეს. ამის შემდეგ კი დღემდე აღარაფერი მსმენია ელაზე.

ვფიქრობ, ბულინგის პიკი სწორედ ესაა, ყველაფერი იმ გათამამებული, უჭკუო გოგოს ახირებით დაიწყო, იმ გოგოს, რომელსაც სახლში ადამიანობას არავინ ასწავლის, არავინ ასწავლის, რომ არ იყოს გაუმაძღარი, არავინ არ ასწავლის, რომ ადამიანის დაჩაგვრა და დაცინვა არ შეიძლება. ესაა საზოგადოების აქტუალური პრობლემა დღეს. დედები შვილებს ბავშვობიდანვე ათამამებენ საჩუქრებით და ბავშვობიდანვე გამოარჩევენ სხვა ბავშვებისგან, ამის გამოა, რომ ისეთი ბავშვები, რომლებიც მცირედითაც ბედნიერნი არიან, იჩაგრებიან, ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი... და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ ამისთვის? იმ გათამამებულ და მეტიჩარა ბავშვებს ერთსაათიან ლექციას ჩავუტარებთ, ვეტყვით, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ გავა გარეთ და კვლავ გააგრძელებს ჩაგვრას. ეს იმიტომ, რომ მას ბავშვობიდან აქვს გამჯდარი გონებაში სხვისი დაჩაგვრა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია, მაგრამ ძალიან რთულად. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ ბავშვობაში უნდა ვასწავლოთ, რომ ჩაგვრა არ არის გამოსავალი, რომ ყველა თანასწორია, მიუხედავად ფეხსაცმლისა, გვარისა თუ ვარცხნილობისა და თუ მშობელი მაინც ვერ მოახერხებს ყოველივე ამას, ჩვენ, საზოგადოება, ნუ ავუვლით გვერდს, ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ მსგავს საქციელს და ნუ მივიყვანთ ადამიანს უკიდურეს მდგომარეობამდე.

ახლა კი მათ, ვინც ბულინგის მსხვერპლია, მინდა გითხრათ, რომ ელა არ დანებებულა. ის გახდა ყველაზე კეთილი და მნიშვნელოვანი პიროვნება მთელს ქვეყანაში და თუ როგორ ამას ახლავე მოგიყვებით. 17 წლის ელა არაჩვეულებრივმა ოჯახმა იშვილა და მას მისცეს ის, რაც ბავშვობიდან, დედის გარდაცვალების დღიდანვე, აკლდა - სითბო და სიყვარული. გაიზარდა ელა, საუკეთესოდ ისწავლა რამდენიმე ენა, ჩააბარა საოცნებო სასწავლებელში და დაიწყო საზოგადოებრივი ცხოვრება. პირველ რიგში მან შემოიკრიბა ის ხალხი, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან ბულინგის მსხვერპლნი და კარგად იციან, რას ნიშნავს, როცა გჩაგრავენ. შექმნა გუნდი და არა სკოლებში, არამედ საბავშვო ბაღებში დაიწყო ვიზიტები. დადიოდა და სხვადასხვა მხიარული თამაშით სულ პატარა ციცქნა ბავშვებს ასწავლიდა მეგობრობას, სითბოს გამოხატვას და რაც მთავარია იმას, რომ არასდროს არ დაეჩაგრათ ვინმე, ის ბავშვებს არ ასწავლიდა ბულინგის სახეებს და არ ტვირთავდა რთული, გაუგებარი სიტყვებით, ელა ბავშვებს მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლიდა.

დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ არანაირი ელა არ არსებობს, ეს ამბავი იმისთვის მოვიგონე, რომ ჩვენ, თითოეულმა ადამიანმა, მივბაძოთ ელას და ვასწავლოთ ერთმანეთს მეგობრობა და სიყვარული. ხოლო ბავშვობა, ეს ის ასაკია, რომელშიც ვსწავლობთ, ახალია ყველაფერი და თითოეულ სიტყვას ვიმახსოვრებთ, სწორედ ამ ასაკში უნდა აღიზარდოს ბავშვი სწორად, სწორი მომავლისთვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^