Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სჯობს მსხვერპლი იყო, ვიდრე მჩაგვრელი!

14 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეექვსე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ავტორი: თეა იმნაძე, 15 წლის, ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად აწყდება გარკვეული სახის დისკრიმინაციას, ჩაგვრას, ბულინგს...რომელიც ჩვენ მიმართ თუ არა, სხვის მიმართ მაინც ხორციელდება.

ვხედავთ, როგორ მიდის სახლში მთვრალი მამაკაცი, რომელიც პრობლემების გადაჭრის გზას სასმელში ხედავს და უჭირს ქცევების კონტროლი...

ცოლს/დედას სტკივა. სტკივა თავი, ტანი, ხორცი, და ყველაზე მეტად გული...

ბავშვი ხელს იფარებს, თავის დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ... მისკენ მძიმე მუშტი მოემართება... ერთხელ, ორჯერ...

მეზობლები?

ისინი ყველაფერს ხედავენ, ესმით, და წუხან... მაგრამ ხმას არ იღებენ, ეს მათი საქმე არ არის და ოჯახში არის მოსაგვარებელი.

ასე გადის დღეები.

ბავშვი მიდის სკოლაში და ცდილობს განვლილ დღეებზე პასუხი სხვას აგებინოს! იპოვის უსუსურ თანაკლასელს და იწყებს მის შევიწროვებას, ჩაგვრას, ბულინგს!

ამაზე საბოლოოდ პასუხს ვინ აგებს?! მთვრალი მამა, დედა, ბავშვი თუ სამეზობლო?
ალბათ, ნაწილ-ნაწილ ყველა, მაგრამ პირველ რიგში მამისა და მეზობლების სულიერი სისუსტე.

ძალიან ხშირია ბიჭებს შორის უთანხმოება, რომელსაც ფატალურ შედეგამდეც მიჰყავს ადამიანი და მოულოდნელად, ვიღაცას ცხოვრება ენგრევა.

საბოლოო შედეგი: ციხე!

უნდა განვასხვავოთ წამიერი ბულინგი რეგულარულისაგან. პირველი ნებისმიერს შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვემართოს, მაგრამ იშვიათად და არ მოჰყვეს ცუდი შედეგი, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც ადამიანს ამოიჩემებ და ხშირ-ხშირად უტევ.

შორს რომ არ წავიდე, გეტყვით, რომ ცხოვრებაში მსხვერპლიც ვყოფილვარ და მჩაგვრელიც, მაგრამ სარგებელი მხოლოდ პირველიდან მივიღე.

დიახ, არ ვხუმრობ.

ბევრჯერ ამიგდია აბუჩად ადამიანი, დამიცინია მისთვის, მაგრამ ცუდის მეტი არაფერი შედეგი მოჰყოლია ამას და მას შემდეგ ხშირად ვიმეორებდი: „ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“. დავცინე - დამცინეს, დავარტყი - დამარტყეს იმან თუ არა, სხვამ ხომ მაინც?!

და, აი ამ მჩაგვრელის შემდეგ მსხვერპლიც გავხდი და რამდენიმე თვე ამ როლს ვირგებდი, რამაც რადიკალურად შემცვალა და ცხოვრება სულ სხვანაირი დამანახა.

ვისწავლე მოთმინება და მივხვდი, რომ ამქვეყნად სიყვარულზე დიდი არაფერი შექმნილა და არც შეიქმნება.
და დავრწმუნდი, რომ სჯობს მსხვერპლი იყო, ვიდრე მჩაგვრელი.

და მაინც, სად უნდა ვეძებოთ ხსნა? მთავრობაში თუ ხალხში, რომელიც ხედავს და თან არ ხედავს, ესმის, მაგრამ ვერ იგებს...

და რატომ არ უნდათ ამის დანახვა და გაგება? იქნებ ამის მიზეზი შიშია, რომ მოძალადემ ისინიც არ აითვალწუნოს, ჯავრი უარესად არ იყაროს მასზე სუსტ არსებებზე...

იქნებ, ამ ყველაფრის მიზეზი თავად ქვეყანაში გამეფებული სიღარიბეა, რომელიც სისხლს სწოვს დაძაბუნებულ მოსახლეობას და ქცევების კონტროლს აკარგვინებს. ის ქვეყნიდან სდევნის ოჯახის ბურჯ ქალებს და ბავშვებს უპატრონოდ ატოვებინებს, რომ მერე მათ საბედისწერო შეცდომები დააშვებინოს. ის ადამიანს დანარჩენებისგან რიყავს და მათ მიმართ ზიზღს უნერგავს. შედეგი კი სავალალოა. ეს ყოველივე განსაკუთრებით მოქმედებს მოზარდებზე და ნათელ მომავალს წყვდიადად უქცევს. იკარგება გაგება, თანადგომა, კაცობა და მეობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჩანს იმედი, რომ ხალხი გამოიღვიძებს, მასწავლებელი მოსწავლეს გაუგებს და დაარიგებს, მშობელი - შვილს, უფროსი - უმცროსს...

ნელ-ნელა ძლიერდება ადამიანთა თავისუფლება და სახელმწიფო იბრძვის პრობლემების აღმოფხვრისათვის.

ყველა პრობლება მოგვარებადია, მთავარი მაინც ბრძოლაა და მისი ძალა.

ეს უკანასკნელი კი - ხალხშია.

თუ თითოეული ადამიანი მოიშორებს თვალებზე გადაკრულ ლიბრს, ყურში გარჭობილ საცობს და ბრძოლას დაიწყებს, ეს პრობლემა მოგვარდება.

თუ თითოეული ადამიანი ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას ისწავლის, ეს პრობლემა მოგვარდება.
თუ თითოეული ადამიანი ბრძოლას ისწავლის, ყველა პრობლემა მოგვარდება!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მ ...

3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. ეს გაფიცვა, გარდა მასშტაბისა, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ პროტესტი თვითორგ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...

მეტი

^