Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვერასოდეს იქნები ისეთი, რომ ყველამ მიგიღოს - კონკურსი მოსწავლეებისთვის

22 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეცხრე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სკოლა: ქ. ხაშურის #7 საჯარო სკოლა,ასაკი: 18 წლის კლასი: მე-12

რა არის ბულინგი? რატომ მიმართავენ ადამიანები ძალადობის ამ ფორმას და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

ბულინგი ზეწოლას, ჩაგვრას ნიშნავს. დღესდღეობით ეს პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია აქტუალური. ბულინგი ფიზიკური და  მორალური ძალადობის ფორმაა, რომელიც ძირითადად თანატოლებს შორის ხდება და, ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ერთი მხარე მეორეს დამცირებით ცდილობს თანატოლებში თავის დამკვიდრებას. ბულინგის დროს დაჩაგრული დიდ მორალურ ზიანს იღებს და სრულიად უიმედო ხდება, ის თანატოლებისგანაც გარიყულია რადგან მის გარშემო მყოფთ მიაჩნიათ, რომ იგი სუსტია, რადგან თავის დაცვა ვერ შეძლო.

ასევე, ერთ-ერთი აქტუალური თემაა ბულინგი სკოლებში. ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ სკოლის მოსწავლე მასწავლებლის ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. ამას შეიძლება მასწავლებელი ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს და შესაძლებელია სამომავლოდ მის ქცევებზეც აისახოს. ჩემი აზრით, ძალიან რთულია  იმ მდგომარეობაში ყოფნა, როცა მასწავლებელი მთელი კლასის წინაშე გამცირებს და ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ ბავშვმა ეს გულში არ ჩაიდოს და სამაგიეროს გადახდა არ მოინდომოს.

ბულინგის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსუქნე. სიმსუქნის გამო ხშირად დასცინიან  და ამცირებენ თანატოლები ერთმანეთს, ხშირად კი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რისი გადატანა უწევს დაჩაგრულს ან როგორ გრძნობს თავს. მსგავსი შემთხვევა შეიძლება ისეთი სავალალო შედეგებითაც დასრულდეს, როგორიცაა თვითმკვლელობა.

ბულინგის მსხვერპლი მეც ვყოფილვარ. ჩემი თანაკლასელები ყოველთვის დამცინოდნენ სიმსუქნის გამო და შეურაცხმყოფდნენ მთელი კლასის წინაშე, რაც ჩემთვის ორჯერ უფრო დამამცირებელი იყო. ზოგჯერ მსგავსი რაღაცები ჩვენს ძალებს აღემატება. ძალიან ბევრ საყვარელ საკვებზე მომიწია უარის თქმა, მაგრამ საბოლოოდ უკვე ამდენი დაცინვისა და დამცირების შემდეგ ყველაფრის ხალისი დამეკარგა. გარდა ამისა, რაც ყველაზე სამწუხაროა, არავინ მყავდა ისეთი, ვინც გვერდში დამიდგებოდა, არავინ ეწინააგმდეგებოდა მათ. საბოლოოდ მივხვდი, ვერასოდეს იქნები ისეთი, რომ ყველამ მიგიღოს, ისინი მაინც გიპოვიან ნაკლს და დაგცინებენ. ამიტომ პირველ რიგში შენ უნდა მიიღო  შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, შემდეგ არ უნდა შეწყვიტო ცდა და შედეგიც არ დააყოვნებს.

ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ბავშვი მოძალადედ იქცეს?

ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზია მის ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო: ცუდი სამეგობრო წრე, დაძაბული ურთიერთობა მშობლებს შორის და ა.შ. ბულინგს სწორედ ისეთი ადამიანები ქმნიან, ვისთვისაც მისაღებია აგრესიული ურთიერთობა.

საბოლოოდ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში დიდი მონაწილეობა უნდა მიიღონ მშობლებმა, რათა თავიანთ შვილებს  აუხსნან არსებული მდგომარეობის სიმძაფრე. ასევე  უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ფსიქოლოგთა საქმიანობა სკოლებში, რადგან მუდამ ჰქონდეთ ბავშვებზე დაკვირვების შესაძლებლობა და პრობლემის გადასაჭრელად ზომები სწრაფად მიიღონ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^