Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბულინგი - კონკურსი მოსწავლეებისთვის

30 მარტი 2019

 გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეთორმეტე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16 წლის, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა, XI კლასი.

რა არის ბულინგი? რატომ გვესმის დღეს ეს სიტყვა ასე ხშირად? რა ზიანი მოაქვს მას საზოგადოებისთვის?

ცნობილია, რომ  ტერმინი ბულინგი, რომელიც ინგლისური ენიდან მოდის, დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ჩვენს რეალობაში ყოველდღიურად ვხდებით ამის მოწმენი ან გვესმის მაინც ბულინგის უამრავი გამოვლინების შესახებ.

როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს იმ ადამიანს, რომელსაც მოთხოვნილება უჩნდება, მის გვერდით მყოფი დაჩაგროს, დააშინოს? რისთვის სჭირდება მას ამგვარი ქცევა?

პირველ რიგში, ჩემი აზრით, მას სურს საკუთარი მდგომარეობის განმტკიცება, თვითდამკვიდრება საზოგადოებაში. ამას ვერ ახერხებს თავისი პიროვნული, სულიერი, ინტელექტუალური და ზნეობრივი მონაცემებით, ამიტომ გადადის ძალადობაზე. მისი ცნობიერება ძალზე მწირია, მას არ შეუძლია სიღრმისეულად ფიქრი, მოვლენების სწორად შეფასება, მის აგრესიას კი ღრმა ფესვები აქვს.

მთავარი მიზეზი ბულერის ქმედებისა აღზრდის მომენტია, შემდეგ კი გარემოსი, სადაც მას მოუწია ცხოვრება. ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმყოფებოდნენ ადრეულ ბავშვობაში ძალადობის ქვეშ, დიდი ალბათობით ხდებიან თვითონაც აგრესიულები, მოძალადეები.

 ამ ფაქტებს მე ჩემი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ შევსწრებივარ. ჯერ კიდევ სრულიად პატარა ჩამოუყალიბებელი ადამიანები სასტიკად ექცევიან ცხოველებს, ბუნებას, შეუძლიათ აიღონ ქვა, ესროლონ კნუტს ან ძაღლს, გვერდით კი ზის მისი მშობელი ან ძიძა და ამ პატარის საქციელს ურეაქციოდ ტოვებს. ეს ყველაზე უბრალო მაგალითია, რაც მახსენდება, მაგრამ თუ გავაანალიზებთ, ძირითად და საყურადღებო მოვლენებს, აღმოვაჩენთ - ამ აგრესიის საფუძველი შიშია.

მშიშარა ადამიანი ვერ იღებს გარემოს, ის მისთვის უცხოა, უცნობია თუ უცხოა, უნდა მოიშოროს, ვერ ენდობა, ამიტომ დაუნდობელია.

მის მიმართაც ხომ დაუნდობელია სამყარო; მის მიმართაც ხომ დაუნდობლად იქცევა გარემო - მშობლები ყვირიან, სჯიან, შემდეგ მოდის ახალი საზოგადოება  - სკოლა.

 თუ პიროვნება სუსტია, იქაც დაჩაგრულია, გროვდება აგრესია დროთა განმავლობაში, შემდეგ კი ამან უნდა ამოხეთქოს, აუცილებლად მოვა სიტუაცია, როცა ეს დაგროვილი ბოღმისა და შიშის ნაკადი გამოსავალს ნახავს და უკვე სხვები გახდებიან მისი მსხვერპლები.

საშინელი ფაქტები გვსმენია უახლოეს წარსულში, აი არაადამიანური მოპყრობა ციხეში. ვინ არიან ეს მოძალადე ადამიანები, რომლებსაც ამგვარი ქმედება შეუძლიათ? რა გზა გამოიარეს? როგორი ბავშვობა ჰქონდათ?

დაუნდობლობა ბავშვში შეიძლება თითქოს ერთი შეხედვით უწყინარმა კომპიუტერულმა თამაშებმაც განავითაროს, როცა ბავშვი თამაშით ხოცავს ვირტუალურ პერსონაჟებს, მის ცნობიერებაში სიცოცხლე უფასურდება, რეალური და წარმოსახვითი სიტუაციები მისთვის ხშირად თანაბარ დატვირთვას იღებს...

შევეცადე ზედაპირულად ჩამომეთვალა ის ძირითადი მიზეზები, რამაც შეიძლება დაბადოს ბულინგი - ეს საშინელი მოვლენა.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? როგორ შეიძლება ამ უმძიმესი სენისგან ვიხსნათ თავი?

პირველი და ძირითადი, რასაც ვფიქრობ, ეს არის აღზრდა ოჯახში. მივდივართ ისევ იქამდე, რომ ადამიანები გახდნენ რაც შეიძლება ზნეობრივები, სულიერი ფასეულობების მქონე, მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ ბავშვის შინაგანი სამყაროს სწორი ფორმირება.

მაგრამ თუ ბავშვი მოძალადე მშობლების ან ახლობლების გარემოში იზრდება? მაშინ რა არის გამოსავალი? რამ შეიძლება დაშინებული და დაჩაგრული მცირეწლოვანი ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს? სად ატარებს ბავშვი ყველაზე დიდ დროს, ოჯახის გარდა?

სკოლაში! პედაგოგიკას უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. იმ ადამიანებს, ვის გარემოცვაშიც უწევს ბავშვს ყოფნა, სწავლა, განათლების მიღება.

 ბავშვი უნდა გაიზარდოს იმ რწმენით, რომ სამყარო კეთილია, გულუხვია, რომ მისთვის ადამიანების თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და რომ სწორედ მას (ბავშვს) აქვს ეს მისია შესასრულებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელობაში ჩვენი სკოლები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თავიანთ უმნიშვნელოვანეს მისიას ვერ ასრულებენ.

მივდივართ ახალ პრობლემამდე.

გვყავს სკოლებში ღირსეული მასწავლებლები? რომელ აღზრდაზეა საუბარი და მოზარდის ფსიქიკის კორექციაზე, როცა თავად მასწავლებლებიც არიან ზოგჯერ ბულერები.

სამწუხაროდ, საზოგადოება ასეთი შემთხვევების მიმართ არის გულგრილი. ადამიანები დუმილს ამჯობინებენ, ამითი ცდილობენ პირადი კონფლიქტი აირიდონ. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ მოზარდი განწირულია, თუ მის გვერდით საჭირო მომენტში არ აღმოჩნდება ვინმე გულისხმიერი ადამიანი.

ადამიანებს უნდა გვქონდეს მაღალი მოქალაქეობრივი მოტივაცია, ეს გადაარჩენს თაობებს.

მე მაქვს იმედი, რომ თანდათანობით ახალი საზოგადოების ცნობიერება შეიცვლება და ამ ჩაკეტილ წრეზეც აღარ ვიტრიალებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^