„რუსთავი 2“ კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 18% – „გაერთიანებული ოპოზიციას”, ხოლო 7% – „ევროპული საქართველოს”. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 3-3%-ით „პატრიოტთა ალიანსი” და „ლეიბორისტული პარტია” ინაწილებენ. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.
ალოკაციის გათვალისწინებით (ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას), მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება" – ბიძინა ივანიშვილი 29,2%
„გაერთიანებული ოპოზიცია" – 22%
„ევროპული საქართველო" – 10,4
„ლეიბორისტული პარტია" – 4,9
„პატრიოტთა ალიანსი" – 4,7.
„რუსთავი 2-ი”ს ინფორმაციით, IPSOS-ის კვლევა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–2.2%.