Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როდის არ ტყუის ირაკლი ოქრუაშვილი? დვალი-აქიმიძის ადვოკატი ჩვენებების სრულ გასაჯაროებას ითხოვს

21 ივლისი 2019

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუშავილმა, რომელიც საზოგადოებას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით ახსოვს, გუშინაც შეგვახსენა თავი და „რუსთავი 2“-ის ეთერში, ამ ტელეკომპანიის შეძენის შესახებ განსხვავებული ვერსია მოყვა.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ირაკლი ორქუაშვილის 2014 წლის 1 აპრილს მიცემული ჩვენებიდან, რომელიც მან პროკურატურას, ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე მისცა. ამ ჩანაწერს დავით დვალი ასაჯაროებს. აქვე წარმოგიდგენთ,  როგორ იხსენებს ის იმავე ფაქტებს ხუთი წლის შემდეგ, 20 ივლისს „კურიერისთვის“ მიცემული ინტერვიუში.

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება
2014 წლის 1 აპრილი

„2004 წლის აპრილში ან მაისში, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა დახურული შეხვედრა: ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი. შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს. პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა რ2-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისათვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო. ამიტომ, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება დაგვეწყო მოლაპარაკებები (ტელეკომპანიის) დამფუძნებლებთან წილების გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ერასტი კიწმარიშვილათან. დვალთან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალან ადეიშვილს და მერაბიშვილს.

პრეზიდენტის მითითებით მფლობელების დაყოლიების შემდეგ წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე. დასასრულს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე. ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ასე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა  მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ, ჩემთვის არ უთქვამთ… 

ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად, დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა.

აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიაონობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითხვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად.

ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა თუ როგორ და რა ფორმით  მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.

ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ
„რუსთავი 2“, „კურიერი“, 2019 წლის 20 ივლისი.

„2014 წელს, როცა მოხდა „რუსთავი 2-ის“ შეძენა, ქიბარ ხალვაში არავინ არ ყოფილა, როგორც ბიზნემენი. იგი ვერ შეიძენდა ტელევიზიას, რომ არ ყოფილიყო მის უკან ზურგი. ეს ზურგი ვიყავი მე  და ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი.

„რუსთავი 2-ის“ შეძენაზე მოლაპარაკება იყო ნაწარმოები ჩემს მიერ ეროსისთან და მის პარტნიორებთან, დვალთან და აქიმიძესთან. მე მათ შევხვდი არაერთხელ. ერთხელ ჯემალ ინაიშვილის თანდასწრებით. ინაიშვილი იყო დვალთან და აქიმიძესთან ნდობით აღჭურვილი პირი, რაც გამოვიყენე მათთან მოლაპარაკებაში.

დვალთან და აქიმიძესთან რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება და საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს გაყიდვის გადაწყვეტილება. საკუთარი წილის 60 პროცენტში აიღეს ორ მილიონ დოლარამდე.

ეს იყო ნაღდი ფული… მილიონ 200 ათასი დოლარი, რომელიც მე გავგზავნე ჯემალ ინაიშვილის ხელით.

ჟურნალისტი: დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ ზეწოლისა და ტერორის შედეგად წაართვეს ტელევიზია…

შევავიწროვეთ, შევაწუხეთ, დავიჭირეთ ვინმე,  თუ რაში გამოიხატა ზეწოლა? „რუსთავი 2“ იყო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. რომ არა კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, რომ ტელევიზია მიეყიდა „ნიუსკორპისთვის“, შეიძლება ვინმეს ეფიქრა, ეს მართლაც ესე იყო, მაგრამ ისინი ჩვენამდე ყიდიდნენ ამ კომპანიას. შესაბამისად ჩვენ, როგორც მყიდველებმა, მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები.

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი, პროკურატურასთან ჩვენების დროს, გაფრთხილებული იყო არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. თუმცა, ადვოკატი მიიჩნევს, რომ იმ პერიდში მოწმე სიმართლეს ჰყვებოდა  - თუ როგორ აიძულეს წილების დათმობა დამფუძნებლებს ხელისუფლების  მაღალმა თანამდებობის პირებმა. შესაბამისად, მასზე ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობა არ გავრცელდება. 

როგორც სოსო ბარათაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, ხვალ აპირებს მიმართოს პროკურატურას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საჯარო გახადონ ამ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის და სხვა მოწმეთა ჩვენებები.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს გია ზედელაშვილსაც ვკითხეთ, როდის ამბობდა სიმართლეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რაზეც მან ვერ გვიპასუხა. მისი განცხადებით, პროკურატურაში მიცემულ ჩვენებას არ იცნობს, ვინაიდან არ მონაწილებდა  ამ სისხლის სამართლის საქმეში და ოქრუაშვილს ინტერესებს  მხოლოდ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ აღძრულ კერძო დავაში წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელევიზიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა 2012 წელს დაიწყეს, თუმცა 7 წლის თავზე, საქმეზე ჯერ კიდევ არ არსებობს განაჩენი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^