Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობელი წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ გახდა

13 სექტემბერი 2019

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით მეექვსედ გაიმართა.

პროექტის ფარგლებში შედგა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ 2017 წელს დაწესებული ყოველწლიური პრემიის დაჯილდოების რიგით მესამე ცერემონია, რომელიც  მთაწმინდის პანთეონში გაიმართა.

ფონდის ჯილდოს მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ წელს გადაეცა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“. საბჭოს წევრები იყვნენ: დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე კონსტანტინე გამსახურდია, პოეტი ლია სტურუა , მწერალი და პოეტი ბაღათერ არაბული, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე, კრიტიკოსი და ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი, ტელეწამყვანი და მედია-პროდიუსერი ნინო ზაუტაშვილი, პოეტი და დრამატურგი ნინო სადღობელაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი დეკანოზი გიორგი წეროძე და დრამის რეჟისორი და საზოგადოებრივი აქტივისტი გიორგი სავანელი. 

პრემიის დამფუძნებელმა გიორგი სავანელმა აღნიშნა, რომ სარეკომენდაციო საბჭო წლევანდელი ლაურეატის დასახელებისას ერთსულოვანი იყო და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისათვის“ ამ ჯილდოს გადაცემა, მათი საქმიანობის დაფასებისა და შეფასების გარდა, ერთგვარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჟესტიც იყო. 

სარეკომენდაციო საბჭოს წევრმა დიმიტრი შველიძემ, ისაუბრა „სოვ-ლაბ“-ის დამსახურებაზე საბჭოთა წარსულის კვლევის გააზრების მხრივ, უახლესი ისტორიის კვლევის ახალი მიდგომების შესახებ, რომელსაც ეს ორგანიზაცია აქტიურად იყენებს, მათ მიერ განხორციელებულ შემეცნებით პროექტებზე და მათ დამსახურებაზე საბჭოთა ტოტალიტარიზმის, როგორც ანტისახელწმიფოებრივი და ანტიეროვნული მოვლენის, ვიზუალიზაციის საქმეში. 

პრემია წლევანდელ მფლობელს, გადასცა ამავე პრემიის გასული წლის ლაურეატმა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ სახელით ჯილდო აიღო ირაკლი ხვადაგიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მესვეურებს და საბჭოს შემადგენლობას „სოვ-ლაბ“-ისათვის ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მინიჭებისათვის და  აღნიშნა, რომ მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო მსგავსი ჯილდოს მიღება. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის კრიტიკულნი არიან საკუთარი საქმიანობის შეფასებისას, თუმცა სრულიად იაზრებენ იმ მიმართულებით მუშაობის საჭიროებას, რასაც „სოვ-ლაბი“ ეწევა და დასძინა, რომ მათ ეს ჯილდო აკისრებს მეტ პასუხისმგებლობას, უფრო დიდი შემართებით განაგძონ მუშაობა და მომავალ წელს მათი ორგანიზაციის 10 წლის თავზე საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი შედეგი აჩვენონ.

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მომავალ, 2020 წელს ამავე დღეს, 12 სექტემბერს, უკვე მეოთხედ გაიცემა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^