Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატოროუმს აცხადებს

18 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვიტა მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ მნიშვნელოვან კითხვებზე უშუალოდ უპასუხოს.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - ვინმეს გამართლება, არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს - წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომლებიც ჩამოაყალიბებენ იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის სამი მსჯავრდებული მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მათ შორის რამაზ დევიძე, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის და ზურაბ ნადირაძეზე, გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის. შეწყალებულთა შორის აღმოჩნდა ერთი ძებნილი პირიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^