Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

18 სექტემბერი 2019

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის 12 წევრი წარუდგინა.

„ჩვენ ყველა წევრს წარვადგენთ, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის იმედით აკეთებენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის ლიდერები „პრაიმერის“ პრინციპით იქნებიან შერჩეულები.

„პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება ცალკე. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული „პრაიმერის“ პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობასთან, თქვენთან ერთად წარვადგენთ და ავარჩევთ იმ ლიდერებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვების მიმართულებით. იყო სპეკულაციები თითქოს ჩვენ პირველ თორმეტს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-და თორმეტი არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანასწორუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული ადამიანი აქ შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრები არიან:

1. ლანა გალდავა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი;

4. კახა კოჟორიძე - იურისტი;

5.მედეა მეტრეველი - ფილოლოგი;

5.გიგა გუგუშვილი - მხატვარი, პროფესორი;

6.საბა ბუაძე - სამოქალაქო მოძრაობის წევრი;

7 გიგლა მიქაუტაძე - ეკონომისტი;

8. ქეთი ენუქიძე - ორგანიზაცია „შეჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;

9.ელენე მელიქიშვილი - საგარე პოლიტიკის მკვლევარი;

10. გია მორდეხაშვილი - ბიზნესმენი;

11. დავით გელაშვილი - ეკონომისტი;

12.ბადრი ჯაფარიძე - „თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^