Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

20 სექტემბერი 2019

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან, წუხელ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დავაკავეთ - შსს

ამავე საქმეზე დაკავებულ აშშ-ს მოქალაქეს, ასევე მის თანამზრახველობაში მხილებულ საქართველოს ორი მოქალაქე უკვე პატიმრობაში არიან. ხოლო კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანიშვილმა, რომელიც ორ ბრალდებულს იცავს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მათ შვილებს ჩვეულებრივ ფოტოებს უღებდნენ და სანაცვლოდ არც თანხა აუღიათ, როგორც ამას ბრალდების მხარე ამბობს. იგივეს ამტკიცებენ, დაკავებულთა ახლობლები, რომლებიც სხდომათა დარბაზთან მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, აშშ-სა და ავსტრალიის მოქალაქეები საქართველოში მრავალი წლია უკვე ცხოვრობენ. ისინი კონსპირაციულად ნაქირავებ ბინაში მოწყობილ ფოტოსტუდიებში ახორციელებდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

ამჟამად დაზარალებული ბავშვები განრიდებულები არიან დანაშაულში მხილებულ ოჯახის წევრებისგან და მათთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

შეახსენებთ, რომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^