Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვსაუბრობთ სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობებზე

27 სექტემბერი 2019
„კანდოკოს“ მცირემეტრაჟიანი აღსარებანი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბრიტანული პროგრამა რამდენიმე „მცირე მეტრაჟის“ სპექტაკლითა წარმოდგენილი. მათ შორისაა 27-წლიანი გამოცდილების მქონე და უკვე აღიარებული ქორეოგრაფიული კომპანია „კანდოკო“. როდესაც ამ კომპანიის მოცეკვავეთა მონდომებას, განცდებსა თუ მხიარულ თავგანწირვას უცქერთ თეატრის სცენაზე, არ გშორდებათ ფიქრი, რომ სხეულის შესაძლებლობები ყველაფრის მიუხედავად, უსაზღვროა.

ცნობილი ქორეოგრაფის, იასმინ გოდერის 30-წუთიან წარმოდგენაში, რომელსაც „სახეში“ (Face In) ეწოდება, დრამატული, შთამაგონებელი და მგრძნობიარე ეპიზოდები ლამის კალეიდოსკოპური სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს... და არ არის სავალდებულო ქორეოგრაფია სხეულის ინკლუზიურ შესაძლებლობებს მოერგოს. პირიქით, ზოგჯერ სწორედ სხეულების შესაძლებლობა კარნახობს ქორეოგრაფს, საით წარმართოს თავისი ფანტაზია. ამის ნათელია დადასტურებაა მოცეკვავეთა (მეგან არმიშოუ, თოუქ ბრონი სთრენდბი, ჯოუელ ბრაუნი, მიქაელა დანტასი, ოლივია ეჯინქტონი, ლორა პატაი, ნიკოლას ვენდანჯი) სრული მზადყოფნა ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის სირთულეების დასაძლევად.

დრამატურგი იციკ გიული და მასთან ერთად ცხადია, ქორეოგრაფიც თანამედროვე ურბანული გარემოს პერსონაჟებს გვაცნობენ, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამალი. ისინი გულახდილად გვიზიარებენ სილაღესაც, დრამატულ განცდებსაც, დაფარულ სირთულეებსაც და რაც მთავარია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ბოლომდე იხარჯებიან. მათი გულახდილი განცდები კი უდავოდ გადამდებია და მაყურებელიც ხალისით უერთდება მათი ცეკვის სტიქიას.

იასმინ გოდერის გაბედული, კონკრეტულობას მოკლებული და ზოგჯერ უკიდურესობებით გამორჩეული ქორეოგრაფია პუბლიკას აბნევს და გაურკვევლობაში აგდებს. სამაგიეროდ, მას სრულად ხიბლავს მოცეკვავეთა ინკუზიურ-ექსკლუზიური შესაძლებლობანი და გაბედული გულწფელობა. ეს გულწრფელობა კიდევ უფრო საგრძნობია ასევე მცირე ფორმატის წარმოდგენაში „მოდი ვისაუბროთ ამაზე“ (Let’s Talk About Dis), რომელიც ქორეოგრაფმა, კონცეფციისა და ტექსტის ავტორმა ჰეთენ პატელმა იმავე შვიდი მოცეკვავის მონაწილეობით დადგა, რომელიც მაყურებელმა „სახეში“ იხილა. ამ წარმოდგენაში საუბარი ბევრად აღემატება ქორეოგრაფიის ჩარჩოებს, სიტყვა - მოძრაობას. შეიძლება ითქვას, ეს უფრო კამერული მასშტაბის, მსუბუქი, ირონიული და ფსიქოანალიტიკური აქტია, ვიდრე საკუთრივ ქორეოგრაფიული.

„მოდი ვისაუბროთ“ მოცეკვავეთა შინაგან სამყაროს, მათ ბიოგრაფიასა და სხეულებს გვაცნობს: ვინ არიან ისინი? რა ხიბლავთ, რა აწუხებთ, როგორ ცხოვრობენ...ეს კითხვები ირიბად მათ იდენტობასა და ფსიქოლოგიურ განწყობებსაც წარმოაჩენს და მაყურებელს ზედაპირული წარმოდგენებისა და მსუბუქად ირონიული ტექსტის მიღმა ახედებს. 

მესამე „მცირე“ წარმოდგენა, რომელიც მაყურებელმა მარჯანიშვილის სცენაზე იხილა, საქართველოს ბრიტანეთის საბჭოსა და „კანდოკოს“ ერთობლივი პარტნიორობით დაიდგა. ეს არის „არგონავტები“, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობები: გააკეთე სწორი ნაბიჯის“ ფარგლებში შეიქმნა და რომელსაც წინ ოთხწლიანი სამუშაო უძღოდა. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოდგენა ზაფხულის გამავლობაში უკრაინაში, კიევში  მომზადდა და „არგონავტების“ პრემიერა სწორედ თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

„არგონავტები“

წარმოდგენაში ათი პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. ისინი არგონავტების მითს (კერძოდ, მედეასა და იაზონის სიყვარულის ისტორიას) პოლიტიკური შინაარსის მქონე სიუჟეტებთან აერთიანებენ. მაგალითად, 80-იან წლებში თვითმფრინავის გატაცების ამბავს თბილისში და 1971 წელს ანტისამთავრობო და პაციფისტურ დემონსტრაციებს ამერიკაში.

თუმცა სიმართლე ვთქვათ, ეს კავშირი უფრო ხელოვნური და კონსტრუქციულია. არც სცენოგრაფია და რეჟისურაა ბოლომდე მაინცა და მაინც გამართული. მაგრამ ოლიმპიადისა არ იყოს, მთავარი ამ შემთხვევაში, მოანაწილეობაა და არა გამარჯვება. „არგონავტები“ მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ მისი წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რაც მომავალში მსგავსი პროექტების წახალისებას ხელს შეუწყობს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^