Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

21 ოქტომბერი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა დავით დვალმა დაუდასტურა. მისი განცხადებით სასამართლომ ამით დასაშვებად ცნო მისი და მისი პარტნიორის ჯარჯი აქიმიძის სარჩელი, რითაც ისინი იძულებით ჩამორთმეულ საკუთრებაზე უფლების აღიარებას ითხოვენ.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად, პროკურატურაში აღძრული დავის პარალელურად, სამოქალაქო სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს. მათი ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, სარჩელი ზუსტად იმეორებს იმ არგუმენტაციას, რომელმაც მათ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს - ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2-ის" საკუთრებასთან დაკავშირებული საქმე, ჯერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოაგებინა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია მიიჩნევდა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ და იგი ხანდაზმულია, თუმცა სასამართლოს დღევანდელი განჩინებით იგი დასაშვები აღმოჩნდა.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ადვოკატი კახა კოჯორიძე ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსთავი 2-ის წილის 100 პროცენტს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კუთვნილი კომპანია „პანორამა” ფლობენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^