Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

16 ნოემბერი 2019

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი    თავმჯდომარე    სოფიო ქაცარავა  საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შედეგ,  დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. მისი  თქმით,  ამ გადმოსახედიდან ერთადერთი სწორი გზა  ეს გადაწყვეტილებაა.  აღნიშნული განცხადება ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!" - წერს ქაცარავა.

შესაძლოა უმრავლესობა აკაკი ზოიძემაც დატოვოს. „გულდაწყვეტილი ვარ იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ გარკვეული დრო სჭირდება მომავალზე დასაფიქრებლად, თუმცა იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომლითაც იმ ფასეულობები დააზიანებს, რაც „ქართულ ოცნებას" გააჩნდა.

„მე უნდა ავიღო პაუზა და უნდა დავფიქრდე. რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“ - ამბობს ზოიძე.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^