Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩემი ბიზნესი - კახა ოქრიაშვილი

16 ნოემბერი 2019

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მასზე გარკვეული პირები ზეწოლას ახდენენ და ბიზნესის დაზიანებას ცდილობენ. ამის მიზეზად კი ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ასახელებს, რომელ  კანონპროექტსაც მან  მხარი არ დაუჭირა.  მისი თქმით, ამ ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, სურთ, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე უარი თქვას:

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს „პსპ"-ს ოფისთან ანა დოლიძემ აქცია-პერფორმანსი გამართა. დოლიძემ ფარმაცევტულ კომპანიასთან დამამშვიდებელი პრეპარატები მიიტანა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ამ პროცესის ერთ-ერთი ინიციატორი კახა ოქრიაშვილი და მისი კოლეგები მშვიდად ვეღარ იქნებიან. მისი თქმით, ის მხარს უჭერს ოპოზიციის საერთო მოთხოვნას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. 

„დღეს მე აქ მოვიტანე "კორსიზი", რომელსაც დავურიგებ "ქართული ოცნების" წევრებს, იმიტომ, რომ მათ მომავალ დღეებსა და თვეებში ნამდვილად დასჭირდებათ პოლიტიკური ფასის გადახდა და ნერვიულობა იმის გამო, რაც გააკეთეს", -   აცხადებს დოლიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^