Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ განვიცდი - წულუკიანმა ბიბლიოთეკა სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა

29 ნოემბერი 2019

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის არანაირი უხერხულობას არ განიცდის, როდესაც აქციის მონაწილეები მას „მონას“ ეძახიან. წულუკიანი  ამბობს, რომ გარეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები დგანან. ის მათ მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებს დაელოდონ და მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ.

„არამც თუ რაიმე დისკომფორტს და უხერხულობას განვიცდი, არამედ აქ მყოფი ღონისძიების წევრები ამაზე კარგ ფონს და რეკლამას ვერ ვინატრებდით.  ჩვენ საქართველოში გაეროს ბავშვთა  კონვეციის 30 წლის თავს ვზეიმობთ. ის ხალხი ვინც გარეთ ახლა  სტვენს, ის ადამიანები არიან, რომლებიც ბავშვებს ციხეებში ნიჩბით ყრიდა. ამიტომ ეს ფონი სიმბოლურია და მადლობა მათ ამ ფონისთვის იმიტომ, რომ ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რეალურად რა იყო მათი სახე, როცა ბავშვებს ციხეში ყრიდნენ  და როდესაც არასრუწლოვანთან მართლმსაჯულების კოდექსი არ არსებობდა. სწორედ ისინი ვინც ახლა გარეთ დგანან, ბავშვთა უფლებების გაეროს კონვეციას  ფეხქვეშ თელავდნენ“, - აცხადებს წულუკიანი ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე „მონას“, რომ  გეძახიან გრძნობთ თუ არა უხერხულობას, წულუკიანი პასუხობს, რომ არა. ასევე კითხვაზე რატომ ხვდება უმრავლესობა დიპლომატებს ე.წ. გერმანულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია. წულუკიანი ამბობს, რომ არა, რადგანაც დიპლომატებთან კიდევ ერთხელ შეხვედრა იმ მიზნით ხდება, რომ აუხსნან ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„დიპლომატებს ოფისის პირობებში კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას  არ შეესაბამება. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ მოემზადონ არჩევნებისთვის, ხალხი თავის სათქმელს იტყვის. 2020 წელს საქართველოს ამომრჩეველი გადაწყვეტს უნდა წავიდეს თუ არა „ქართული ოცნება“, ხოლო თუ დარჩება, რამდენი წარმომადგენლით. ეგებ საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა და ამბობს, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ. რატომ არ უნდათ, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ. მათ იციან ალბათ, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არა აქვთ. არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს. არსებობს „ნაციიონალური მოძრაობა,“ მათი შორს მყოფი ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და ამ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^