Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისი დღეიდან წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება

24 აპრილი 2021

დღეს, 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. წიგნის დედაქალაქის სტატუსს თბილისი მალაიზიის დედაქალაქისგან, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტი თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტია და იგი ოფიციალურად დღის მეორე ნახევარში გაიხსნება.

პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას. მათ შორის თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

ამ საკითხებზე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ისაუბრა პროექტ „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილემ, ნინო კიკნაძემ. მისი თქმით, პროექტი მრავალფეროვანია და იგი საინტერესო შესაძლებლობებს აძლევს როგორც ავტორებს, ისე მთარგმნელებს:

„ჩვენი პროექტის ფარგლებში გვექნება ორი ტიპის სარეზიდენციო პროგრამა. გვინდა, რომ ქართველ ავტორებს შევუწყოთ ხელი, შევუქმნათ პირობები რომ შექმნან ახალი ნაწარმოებები... რაც შეეხება მთარგმნელებს, გვინდა, რომ იმ ენებიდან, რომლებიდანაც იშვიათად ითარგმნება ლიტერატურა, შევუწყოთ ხელი და ერთი წლის განმავლობაში მათ დავუფინანსოთ ენის კურსი, რომელიც იქნება თარგმანთან კავშირში... ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომელთანაც ვითანამშრომლებთ იმისთვის,რომ მთარგმნელების პროფესიული შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ... მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროექტები. საჭიროება არსებობს და გვინდა ეს მიმართულებაც გავაუმჯობესოთ. განხორციელდება აუდიო წიგნების პროექტი, წლის ბოლომდე უკვე გვექნება 50-მდე აუდიო წიგნი“, - აღნიშნა ნინო კიკნაძემ. მისივე თქმით, სხვა აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია ასევე თბილისის სკოლების ბიბლიოთეკების განახლება."

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა. თბილისის შემდეგ წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გვადალახარა იქნება.

იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ხორციელდება თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^