Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

04 სექტემბერი 2021
დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია. სარეკომენდაციო სია ძალიან სუბიექტურია: ფილმებს, საინფორმაციო საბაბის გარეშე, ჩვენი განწყობის მიხედვით ვარჩევთ, ამიტომ ჩამონათვალში ყველა ჟანრის და დროის (ძველი და ახალი) კინო შეგხვდებათ. ფილმების უმრავლესობა ინტერნეტით ხელმისაწვდომია.

„იმედი“ („Hope“) 2019

ნორვეგიელი რეჟისორის, მარია სედალის ფილმის მთავარი გმირები ანა და თომასი დიდი ხნის წყვილია. გრძნობები გაქრა და ისინი მზად არიან დაშორდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ანა იგებს, რომ განუკურნებელი სენითაა ავად. სცენარს რეჟისორის პირადი ისტორია უდევს საფუძვლად.

ტრეილერი

„ტაქსის მძღოლი“ („Taxi Driver“) 1976

მარტინ სკორსეზეს შესანიშნავი ფილმი რობერტ დე ნიროს მონაწილეობით: ვიეტნამის ვეტერანი ღამის ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობს და ეძებს მათ, ვისაც სამყაროს უსამართლობის გამო დასჯის.

ტრეილერი

„ამელი“ („Amelie“) 2001

ჟან-პიერ ჟენეს შედევრი პრემიერიდან 20 წლის შემდეგ. მონმარტრი, სიყვარული, სასწაულები, დამთხვევები და ბევრი საყვარელი სოციოპათია.

ტრეილერი

წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^