Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Twitter-ის ვერშემდგარი რევოლუცია

08 იანვარი 2011

«ცესკო-ს ლუკაშენკოსთვის კარგი და ცუდი ამბავი აქვს - კარგი ის, რომ ის კვლავ პრეზიდენტი გახდა, ცუდი ამბავი კი ის, რომ მისთვის ხმა არავის მიუცია» - სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებული ეს ხუმრობა, რომელიც ბელარუსი ბლოგერების და აქტივისტების შეფასებით, რეალურად ასახავს არჩევნების შედეგებს, მკითხველების ფავორიტი გახდა.

«ცესკო-ს ლუკაშენკოსთვის კარგი და ცუდი ამბავი აქვს - კარგი ის, რომ ის კვლავ პრეზიდენტი გახდა, ცუდი ამბავი კი ის, რომ მისთვის ხმა არავის მიუცია» - სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებული ეს ხუმრობა, რომელიც ბელარუსი ბლოგერების და აქტივისტების შეფასებით, რეალურად ასახავს არჩევნების შედეგებს, მკითხველების ფავორიტი გახდა.

არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულმა ბელარუსებმა 19 დეკემბერს საარჩევნო უბნებიდან ქუჩაში გადაინაცვლეს: ისინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მეხუთე ვადით «არჩევას» აპროტესტებდნენ.

აქციაზე გაჩაღებული ცემა-ტყეპის და არეულობის პარალელურად, ბელარუსი ახალგაზრდების აქტიურობამ პიკს მიაღწია Twitter-ზეც. ამ სოციალური ქსელის  თემებში ბელარუსის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა.

ბელარუსის კონტროლირებული მედია არაფერს ამბობდა გაყალბების ფაქტებზე და აქციებზე მომხდარი ძალადობის შესახებაც საკუთარ ვერსიას ავრცელებდა. სპეცრაზმელების სისასტიკის დამადასტურებელი ფაქტები, ფოტოები და თვითმხილველთა მონათხრობი ბელარუსის მოსახლეობას მხოლოდ ინტერნეტში, Twitter-ის საშუალებით გავრცელებული პოსტებით შეეძლო ეხილა.

«ჩემმა მშობლებმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისცეს ხმა, თუმცა ეგზიტპოლებში განაცხადეს, რომ ლუკაშენკოს დაუჭირეს მხარი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შეეშინდათ, ამის გამო არ დაეჭირათ,» - წერდა Twitter-ზე პაველი მინსკიდან.

«სპეცდანიშნულების რაზმებისგან თავი შორს დაიჭირეთ. მათ ძალიან უყვართ ლამაზი გოგონები. განსაკუთრებით ლამაზფეხებიანები..». Twitter-ით აფრთხილებდა აქციებზე დაზარალებული რომანი თავის ნაცნობებს.

«ბელარუსის სასამართლომ ყრუ-მუნჯი ადამიანი «ანტი-სახელწმიფოებრივი სლოგანების ძახილისთვის» დააკავა», - წერდა ცნობილი ბელარუსი მკვლევარი და ბლოგერი ევგენი მოროზოვი.

არჩევნებიდან ორ დღეში Twitter-ზე ეიფორიამ იკლო, რასაც ბელარუსების პესიმისტური განცხადებები მოჰყვა. მინსკელი ვიტია ფიქრობს, რომ ქუჩის რევოლუციები ბელარუსების ძლიერი მხარე არ არის:

«მოდით, მივყვეთ გზას, რომელიც ისტორიულად ყველაზე კარგად გამოგვდის - პარტიზანობას».

«ჩვენი მიზანია გავაგებინოთ ყველას,  რომ ლუკაშენკოს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და ასევე ლუკაფაშიზმის მომხრეებს მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ. მაგალითად, თუ თქვენ მეზობლად ამ რეჟიმის მომხრე პოლიტიკოსი, მოსამართლე ან ჟურნალისტი გყავთ, უარი თქვით მათთან ურთიერთობაზე და მაქსიმალური ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეთ,» - წერს Asabistabel მინსკიდან საკუთარ ბლოგზე, - «ასევე, შეგვიძლია, შავი ლენტები გამოვიყენოთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ღობეებზე, სკოლებში, უნივერსიტეტებში და სხვა ადგილებშიც ჩუმად მოვაბათ. საჭირო არ არის ამის მინსკის ცენტრალურ მოედნებზე კეთება. მაქსიმალურად შეუმჩნევლად უნდა ვიმოქმედოთ. რიგითო მოქალაქეებო, ნუ ივლით ქალაქის დღეობებზე და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გავაქტიურდეთ ინტერნეტში და ამოვბეჭდოთ და გავავრცელოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც ქვეყანაში ბევრს არ მიუწვდება ხელი».

სანამ პარტიზანული მოძრაობის ლიდერები სამოქმედო გეგმას ამუშავებენ, ნაკლებად ოპტიმისტი ბელარუსები Twitter-ზე ასეთ განცხადებებს ტოვებენ: «ძალიან გთხოვთ, ვინც ქვეყნიდან ბოლო გაფრინდებით, აეროპორტში შუქები არ დაგრჩეთ».

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^