• მთავარი
  • |
  • ახალი ამბები
  • |
  • სტატიები
  • |
  • ბლოგები
  • |
  • საავტორო სვეტები
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ნათია გულიაშვილი

იმიჯი- ბლექბერის კავშირი ბრიტანეთში მომხდარ არეულობებთან

სანამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საზაფხულო არდადეგებზე იყო

0კომენტარი სრულად
stray animals day poster

ქუჩის დასაწყისში, მშენებარე კორპუსების მოპირდაპირე მხარეს, ბალახით დაფარული შემაღლებული მიწაა. მზიან ამინდში აქ 10-მდე მათგანი მაინც იყრის თავს, წვანან და მზეზე ნებივრობენ, წვიმის დროს კი 1-2 თუ ჩაგირბენთ ძუნძულით, ძირითადად, მშენებარე ბინების კარკასებს აფარებენ თავს.

3კომენტარი სრულად

„არ მომეწონა, იმიტომ, რომ ფილმი მხოლოდ იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვის სოციალურ იმიჯსაც მსახიობები განასახიერებენ - ვუთხარი „ჭამა და სექსის" პრემიერიდან გამოსულმა ფილმის შექმნელი ჯგუფის ერთერთ წევრს.

„ჰო, რა თქმა უნდა, კომერციაზეა გათვლილი, არტ-ჰაუსი კი არაა" - მიპასუხა მან.

არადა, არტ-ჰაუსსა და „ჭამა და სექსს" შორის შუა უზის დიდი ზღვარი და მათ შორის ხვდება იმ კატეგორიის კინოც, რომელიც, საშუალო ინტელექტის მქონე ქართველზე იქნებოდა გათვლილი, რომელიც ასეთი გადაუდებელი საჭიროების პირობებში ვერა და ვერ იშვა და რომლის ფუნქციაც სამწუხაროდ, ვერც „ჭამა და სექსმა" შეასრულა.

12კომენტარი სრულად

შარშან გაზაფხულს, ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობით" გამოწვეული მღელვარების დროს, ერთ-ერთ სიუჟეტში მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ ოდნავ ნაწყენი ტონით თქვა, ამ B კატეგორიის წიგნს, ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა რადიკალური დაჯგუფებების წყალობით "საიდუმლო სირობის" სოციალურ მოვლენად ქცევაო. მაშინ ზოგიერთმა მისმა კოლეგამაც ოდნავ ირონიულად შენიშნა, ზაზას მგონი გული დასწყდა, რომ ახლადგამომცხვარმა ავტორმა მის ნაცად ეპატაჟს აჯობა და ხალხი მეტად აახმაურაო.

16კომენტარი სრულად

ირანელი საქინე მოჰამადი აშთიანი, ჯაფარ ქაზემი, ზეინაბ ჯალალიანი და სხვა ქალები საკუთარი საზოგადოებისგან ჩაქოლვის განაჩენის აღსრულებას ელოდებიან. სამოქალაქო კანონების გარდა, ირანული საზოგადოება საკუთარ ბარბაროსულ ქმედებას რელიგიური შეხედულებებითაც ამყარებს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციაზე, მათ შორის თბილისში, კანცელარიის წინ შეკრებილმა 20-მდე მოქალაქემ, საკუთარ მთავრობებს მიმართეს, რომ მათ ირანს ქალების ჩაქოლვის აკრძალვისკენ მოუწოდონ.

საქართველოში, თითქმის არავინ სვამს კითხვას, რამდენად უწყობს ან უშლის ხელს რელიგიური შეხედულებები საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ სტერეოტიპის განმტკიცებას, რისი საბოლოო შედეგი, ხშირად, ოჯახში წარმოქმნილი ძალადობაა.

43კომენტარი სრულად

ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებგვერდის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის ინფორმაციით, არჩევნების დღეს განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო კახეთის რეგიონის ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში.

უფლებათა ცენტრი მონიტორინგს 3 რეგიონში: კახეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახორციელებს ამ რეგიონების სირთულიდან გამომდინარე.

0კომენტარი სრულად

1500-ზე მეტი წინასწარპატიმრობაში მყოფი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა შესძლო ხმის მიცემა. წინასწარი პატიმრობის იზოლატორებში მასობრივი პრობლემაა პირადობის მოწმობების არქონა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების დირექტორის, ნანა ხატისკაცის ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონში, სადაც წინასწარპატიმრობაში 31 ადამიანია, ორგანიზაციის წარმომადგენლები ამაოდ ელოდებიან როდის ამოიყვანენ პატიმრებს ხმის მისაცემად. ხატისკაცის თქმით, მას დიდი ეჭვი აქვს, რომ პრობლემა აქაც პირადობის მოწმობებია, რომლის გარეშეც კანონით მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება არ აქვს.

3კომენტარი სრულად
ირაკლი სესიაშვილი

ასოციაცია "სამართალი და თავსუფლება" დღეს დაკვირვებას უშუალოდ სპეცუბნებზე აწარმოებს, რაც მოიცავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს და დაცვის სპეციალური სამსახურების უბნებს.

ასოციაციის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მათი დაკვირვება საფუძველს იძლევა მდგომარეობა შეაფასონ, როგორც სამხედროების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა:

3კომენტარი სრულად

OSGF

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ned_logo

გვერდი ფუნქციონირებს NED-ის ფინანსური მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და NED-ის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation and NED. Therefore, the Open Society Georgia Foundation and NED are not responsible for the content of the information material.