Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლია უკლებას და სხვების უსაფრთხოებაზე

01 ნოემბერი 2015

ხელოვნება ხელოვნებად, ამაზე მოგვიანებითაც შეიძლება საუბარი, ახლაც შეიძლება, ცხადია, ოღონდ მე არ ვაპირებ. ახლა სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანი მგონია. ერთადერთი, რაც ახლა მაღელვებს, ჩემი მეგობრების - ლია უკლებას და კონფერენციის (რომლის ფარგლებშიც ეს ნახატი გამოიფინა) ორგანიზატორთა ფიზიკური უსაფრთხოებაა.

დღეს, პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში თქვა, რომ ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან. ხომ თითქოს რა, თითქოს გამოხატავს მრევლის იმ ნაწილის განწყობას, რომელიც აღშფოთებულია ლია უკლებას ნამუშევრით. მაგრამ: საპატრიარქოსთან, მისი ხელშეწყობით, მისი კურთხევით, არსებობენ მღვდლებისგან და მრევლისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც  არაერთხელ, სხვადასხვა საბაბით, ადამიანებს ქუჩაში სცემდნენ და არბევდნენ  და ამისგან მათთვის არაფერი გაფუჭებულა - იმავეს აგრძელებენ მხნედ, მათ ირგვლივ შემოკრებილ ახალგაზრდებს აქეზებენ და ძალადობენ. როგორ გვგონია, ამ ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის, რელიგიური ლიდერის მიერ ნათქვამი  - "აქამდე ასეთი შეურაცხყოფა არ ყოფილა", ატარებს პოტენციალს, რომ ამ ჯგუფების ძალადობაზე მომართული კონსოლიდაცია მოხდეს? ატარებს. ერთმნიშვნელოვნად.  კერძოდ, მათგან ყველაზე აგრესიულების კონსოლიდაციის პოტენციალს და ახლა უკვე პატრიარქის სიტყვით გამხნევებულებმა, კარგად დაცდილი მარბიელი რაზმებით შესაძლოა, ძალადობას მიმართონ. აქამდე მომხდარ შემთხვევებში - იქნებოდა ეს ჰელოუვინის დარბევა, ერეკლე დეისაძის წიგნის ამბები თუ 17 მაისი, ყველას ყველაფერი შერჩა ხახვივით, ცემაც და დარბევაც, მეტიც - წახალისებებიც იყო - გამშვენებული ჯვრები და სხვ. რატომ ვიხსენებ იმას, რაც ისედაც ყველას ახსოვს - ლია უკლებას და კონფერენციის ორგანიზატორებს ვინ დაიცავს?

ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში,  დაუცველის დაცვა სახელმწიფოს სრულად არ აუღია თავის თავზე. ხშირად, საერთოდ შეატოვა მოძალადეს მსხვერპლი. ახლაც ასე არ იზამს თუ ამ ადამინებისკენ გაიწევენ? არც იმის იმედი მაქვს, რომ ხვალ პირადად პატრიარქი ან საპატრიარქო რამე დამამშვიდებელს ეტყვის იმათ, ვინც მზადაა, თავს დაესხას. ისე იზამენ, როგორც სჩვევიათ - უკვე მომხდარ ძალადობას გაემიჯნებიან.

ამიტომ მგონია, რომ მთავარი, რაც ახლა უნდა მოვითხოვოთ  და რაზეც უნდა ვიზრუნოთ, ლიას და ორგანიზატორების უსაფრთხოებაა.

ტრამვაი თუ დაიქოქა, ესთეტიკური დისკურსი ვერ გააჩერებს. უკვე არის ჩასისხლიანებული თვალებით ნათქვამი მუქარები.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^