Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგი

05 თებერვალი 2016

არ ვაპირებდი არაფრის დაწერას ამაზე - იმდენი ითქვა და დაიწერა, ვიფიქრე საკითხი ამოიწურა, კაცმა ბოდიშიც მოიხადა, შეცდომა აღიარა, დასრულდა თემა მეთქი.

თქვენც არ მომიკვდეთ. გუშინ ბატონი ბიზნესმენი, პარლამენტარი და საძაგელი სასმელების ჩამომსხმელი გოგი თოფაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ბრძანა:

"ძალიან კარგად ვთქვი მე... დაუნს ვიტყვი თუ დებილს, ამაში დიდი სხვაობა არ არის".

ანუ, გაირკვა რომ კაცი, რომელსაც მრეწველობით საქართველოს გადარჩენა სურს, ისე იხდის ბოდიშს, ვერც ხვდება რატომ აკეთებს ამას. ნაძლევს ჩამოვალ ახლაც არ იცის, რას ერჩიან.

არ დავიწყებ იმის ახსნას, რატომ არ შეიძლება "დაუნის" დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ მიმართვად გამოყენება. ჩვენს მკითხველს ამით შეურაცხყოფას არ მივაყენებ.

მხოლოდ იმის ახსნას შევეცდები, რომ გოგი ერთი კაცი არ არის. ის ბევრია.

გოგის არსებობა სიმპტომია. ის, რომ ჩვენ ხელფასს ვუხდით, იმუნინეტით  ვიცავთ, პენსიასაც მივართმევთ სიცოცხლის ბოლომდე მას, ვინც 48 საათის განმავლობაში ვერ გაიაზრა ელემენტარული რამ, მიუთითებს, რომ ჩვენ ავად ვართ. გოგიმ ისე იჩინა თავი, როგორც ყელის ტკივილმა H1N1 ვირუსის დროს. საჭიროა მკურნალობა. 

ინფანტილური აღშფოთებანი, გამოხატული უმეტესად ფეისბუქზე, უმცირესად - ქუჩაში, უნდა გარდაიქმნას გეგმაზომიერ მრისხანებად, ცივილური, ქმედითი ფორმებით.

ეს მრისხანება არ  უნდა მიემართებოდეს მხოლოდ  ქათმის ბარკლების მიერ გამოწვეული იმპოტენციით შეშფოთებულ პერსონას. ის ყველაზე დიდი დამნაშავე სულაც არ არის, როგორც ვთქვი, ის სიმპტომია, ყელის ტკივილი.

ხმას აძლევ გოგის?  - შენ გოგი ხარ.  მის ინიციატივას განიხილავ?  - გოგი ხარ. არ ემიჯნები მას მკვეთრად? - გოგი ხარ. თავს არიდებ გოგის "გამოსვლაზე" კომენტარს, აქაოდა, კოლეგააო? - გოგი ხარ. ბედის უკუღმართობით ერთ კოალიციაში ხართ და არ გრცხვენია მის ნაცვლად? - გოგი ხარ.

დავუშვებთ რომ გოგი კიდევ იყოს ჩვენი რჩეული კანონმდებელი? - მაშინ შეგვიძლია ერთად შევგროვდეთ და ვთქვათ - გამარჯობა, ჩვენ გოგი ვართ.

მე კი მჯერა, რომ არ ვართ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^