Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

115-ში/თან/სთვის

13 მარტი 2016

115-ე აუდიტორიაში გამაგრებულებს გულითადი სალამი.

სტუდენტური ბრძოლის გზაზე ასეთი სიმტკიცე და თანმიმდევრულობა ჯერ არ გვახსოვს. ეს სასიამოვნო სიახლეა, დაცლილი ჰეროიკული მატრაკვეცობისგან.

"აქ მოდის უცხო ხალხი ილიაუნიდანაც" - რაღაც ამგვარი თქვა თსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარემ. შეიძლება ჯერ არ იცის, რომ ამ აუდიტორიაში მისული იყო ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის წევრიც. იყო ეს სტუმრობა შემთხევითი? ცხადია არა.

115-ში გამაგრებულები საკუთარ თავს პოულობენ არა მხოლოდ სტუდენტებად, არამედ კოგნიტარულ და პრეკარულ მშრომელებად.  ბევრი მათგანი სწავლის პარალელურად სწორედ პრეკარულ შრომას ეწევა და საკუთარ ტყავზეც გრძნობს რას ნიშნავს სოციალური შანტაჟის ახალი და ცბიერი ფორმა - ვალის ქვეშ ცხოვრება. ეს ვალი სტუდენტური სესხის შედეგია. ან სხვა სესხის, ეს არ არის დიდად მნიშვნელოვანი. ამ ვალის და/ან დედაქალაქში ძვირი ცხოვრების გამო ბევრი მათგანი იძულებულია დათანხმდეს დამამცირებელ, დაბალანაზღაურებად სამუშაოსაც.

შესაბამისად, მათი დიდი ნაწილის მხრიდან  გაფიცული ტყიბულელი მეშახტეების (ასევე ჭიათურელი, ქსნელი, ზესტაფონელი მშრომელების) აქტიური მხარდაჭერა  უბრალოდ ჟესტი კი არ არის, არამედ საერთო ბედისწერების  გაცნობიერებით ზურგგამაგრებული განმეორებადი პოლიტიკური ქმედება - სოლიდარობის გრძელი ჯაჭვის ასაწყობად.

სტუდენტების მიერ წამოყენებული მოთხოვნები ერთი მხრივ მოხაზავს ამჟამინდელ, მეტ-ნაკლებად სწრაფად გადასაჭრელ პრობლემებს: კანცლერობის კანდიდატ გაფრინდაშვილის არ-არჩევა, ოდეერ-ების ამოძირკვა უნივერსიტეტიდან და თვითმმართველობის რეფორმირება. მეორეს მხრივ, მათ მეტყველებაში ცხადად იკვეთება კაპიტალის ძალადობისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევის მზაობა.  მთავარი პოტენციალიც სწორედ აქ არის.

თავის დროზე, ერთი დაკავებული სასწავლო დაწესებულების სახურავზე გადმოკიდებული იყო დროშა წარწერით: "უმუშევრები-პრეკარიზებულები-მშრომელები-სტუდენტები/ბრძოლის ასამბლეა/გარანტირებული შემოსავალი ყველას."

არ ვიცი 115-ში დაწყებული მოახერხებს თუ არა აღძრას სხეულების ძლიერი სოლიდარობა და ეს რეალური, შეხებადი, ერთმანეთისკენ დაძრული სხეულების ერთობა ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტად გააფორმოს. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა, ჩვენს საზოგადოებაში ლამის მთავარი ორიენტირი - სიმპათია შეიცვალოს ემპათიით, რაც ნამდვილი პოლიტიზაციის წინაპირობა იქნება. არ ვიცი, მაგრამ ამ წამოწყებას უდავოდ აქვს ეს პოტენციალი და მიმართება მომავალთან. ოღონდ არც ეს გამოვა სოლიდარობის გარეშე.

ამიტომ ყველანი 115-ში/თან/სთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^