Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანის 69-ე კინოფესტივალი

10 მაისი 2016

წელს კანის 69-ე კინოფესტივალი გაიმართება, საფრანგეთის სამხრეთით, მზიან სანაპიროზე. ზოგს რიცხვი 69 სექსუალურ ფანტაზიებს აღუძრავს, ზოგსაც - შიშს. მსოფლიოში განვითარებული ბოლო მოვლენების თანახმად ეს შიში ნაწილობრივ გამართლებულია. თუმცა რადიკალ ისლამისტებს კინო არ უყვართ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. სამაგიეროდ ხალხის ნაკადი, განსაკუთრებით, ბედნიერი ხალხის ნაკადი უშლით ნერვებს. სავარაუდოდ ეს უფრო აშინებს მედიის წარმომადგენლებს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

მე არ მეშინია! მათაც ხომ ზუსტად ეს უნდათ: გვეშინოდეს ფესტივალებზე სიარულის, ერთი ქალაქიდან მეორეში გაფრენის, აეროპორტებში ძილის, შეყვარებულთან ერთად ქუჩაში კოცნაობის და საყვარელი მუსიკალური ჯგუფების მოსმენის. მე და ჩემნაირებს, ვისაც ცხოვრება ასე ძალიან გვიყვარს ისინი ვერ შეგვაშინებენ.

ყოველ წელს კინოსამყაროში ყველაზე დიდი მოვლენა კანის კინოფესტივალი თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქ ყოველ წელს ჩასული ჟურნალისტებისთვის.

მე, მაგალითად, იმ პირობით გავთხოვდი, იმ პირობით ვაწერ ყოველი ახალი სამსახურის კონტრაქტს ხელს, რომ მთელი მაისი მხოლოდ კანში ვიქნები, ფესტივალზე. ეს არის 10-დღიანი მარათონი, 10 კოკაინის ხაზი, ფსიქოზი, ზეიმი, ადრენალინი, მზე და ქვიშა, ვარსკვლავთცვენა და მთელი მსოფლიო მობილიზებული ამ პლანეტის ერთ ვიწრო ქალაქში - კანში.

ისე წელს ყველაფერმა დააგვიანა: აკრედიტაციებმა, ფესტივალის აფიშამ, პროგრამამ, ამინდის პროგნოზმაც კი... ვითომ ფრთხილობენ? შარშანწინ, როდესაც ფესტივალი 12 დღიდან 10 დღემდე შეამცირეს, დიდი გამოცემები წერდნენ “ფესტივალი დაბერდაო”. ახლა წერენ “ფესტივალს ეშინიაო”. ნუთუ?! ასეთ დროს მიშელ ჰაზანავიშუსის წერილი მახსენდება პარიზის ტერაქტების სერიას რომ გამოეხმაურა და მაშინვე ვხვდები - ფრანგებს ასე ადვილად ვერ შეაშინებენ:

“ჩვენ აქ, საფრანგეთში ისეთ რამეებს ვაკეთებთ, რაზეც თქვენ ჭირვეულობთ. ჩვენ ქალის სასქესო ორგანოს ლოკვა გვიყვარს. ყველას ნამდვილად არა, მაგრამ ბევრ ჩვენგანს კი. დუნდულებისაც და ტრაკისაც. აქაც კვლავ უკლებლივ ყველას არა, მაგრამ ჰო. ქალებს კიდევ ფელაციოების გაკეთება უყვართ ძალიან. ამას ჩვენ აქ მინეტს ვეძახით. ძალიან სასიამოვნო რამეა. რა თქმა უნდა, ესეც ყველა გოგოს არ უყვარს და არავის ვაძალებთ, მაგრამ ეს კეთდება. თან რეგულარულად და დიდი სიამოვნებითაც. არიან ბიჭებიც, რომელთაც ამის გაკეთება მოსწონთ. ფელაციოს უკეთებენ ერთმანეთს, ლოკავენ ან პენეტრირებენ. გოგოებიც აკეთებენ იმავეს. პრინციპში, ჩვენ გვიყვარს ერთი რამ - ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ვცდილობთ სხვები არ შევაწუხოთ. ეს მთავარია. მაგრამ მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა ხმამაღლა გვეუბნებიან, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა. ამას თავისუფლება ჰქვია. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა, იმიტომ რომ გულის სიღრმეში, სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენში არ მოგწონთ. არც ფრანგებშია საქმე, არც კარიკატურისტებში, არც ებრაელებში, არც კაფეების კლიენტებში და არც როკისა თუ ფეხბურთის მოყვარულებში, საქმე თავისუფლებაშია”.

წელს ფესტივალის აფიშისთვის კადრი ჟან ლუკ გოდარის ფილმიდან “ზიზღი” აარჩიეს. ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე წერენ - “ყველაფერია ამ ფოტოზე ნაჩვენები, კიბეები, ზღვა, ხედი, ჰორიზონტი: მამაკაცი ადის კიბეზე, რათა მისწვდეს თავის ოცნებას, ხმელთაშუა ზღვის მზის სიცხე კი ოქროსფერ ჩრდილში ახვევს მას”.

წელს ამინდი არ გვწყალობს, თუმცა ფესტივალმა ხელი შეუწყო უხასიათო ამინდს და ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა შემოგვთავაზა: ალმოდოვარი, მუნჯიუ, დარდენები, ჯარმუში… ოჰ, როგორი მხატვრულია ეს ყველაფერი, გარეთ წვიმა, წვიმისგან გაშავებული ოქროსფერი ქვიშა, ლუმიერების კინოდარბაზის წითელ სკამზე მოკალათებული ჟურნალისტები და შეგრძნება, რომ გარეთ კანია.

კანის ფესტივალი იწყება, მაისიდან მაისამდე ლოდინი გრძელი აღმოჩნდა და, რა თქმა უნდა, ღირდა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

დროის ისარი

ადრეული ადამიანების დაკვირვებამ, რომ რაღაც მოვლენები პერიოდულად მეორდება, დროის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მიწათმოქმედები ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

მამის ბლოგი - წერილი N2

გახსოვს, პატარაობისას რუკებს ხატავდი, სადაც განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული? შენს რუკებზე ნაჩვენები იყო გზა და სხვ ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

სიკვდილი დაძრწის ამერიკის ქალაქებში

რატომ ვერ ახერხებს დიდი ამერიკული დემოკრატია ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას? (ციკლიდან: არაპოლიტკორექტული მოსაზრება)

მეტი

^