Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას იტყვის სამღვდელოება?

06 ივნისი 2016

ადამიანებს სასულიერო პირების შიში და რიდი პრაქტიკულად იმ პერიოდიდან აქვთ, რაც რელიგია შეიქმნა. მათ ოდითგანვე იცოდნენ, რომ ქურუმები დედამიწაზე ღმერთ(ებ)ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ მასთან და ზებუნებრივ ძალასაც ფლობდნენ.

დროთა განმავლობაში რელიგიები შეიცვალა, დაიხვეწა, ბევრნაირი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა სასულიერო პირების არსი იგივე დარჩა: ისინი ღვთის მოციქულებად მიიჩნევიან, რომლებმაც უფრო მეტი იციან ჩვენზე, ვიდრე თითოეულმა ჩვენგანმა.

ჩვენც გვჯერა.

გვჯერა, რომ ღმერთი დაგვსჯის, თუ ბიბლიას კურთხევის გარეშე წავიკითხავთ;

გვჯერა, რომ ღმერთი გაგვიბრაზდება, თუ ეკლესიაში შემთხვევით შორტით შევედით;

გვჯერა, რომ ღმერთის სამუშაო საათებიც 9-დან 8-მდეა (მერე ხომ ტაძრების დიდი ნაწილი იკეტება);

გვჯერა, რომ არ შეიძლება განიკითხო სასულიერო პირი, რადგან მისი არასწორი საქციელი უფრო მაღალი სასულიერო პირისაგან “კურთხევის ” ან სალოსობის „ბრალია“;

გვჯერა, რომ მეტალი სატანისტურია და ვინც მას მოუსმენს, ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას, თუმცა საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძრების ეზოში დაკლული ცხოველები და სისხლის მდინარეები ღმერთს სჭირდება;

გვჯერა, რომ მიცვალებულები მუსიკის ხმაზე წუხდებიან;

რომ ადამიანის განსხვავებულობის გამო დევნა და თუნდაც მკვლელობა ქრისტიანულია;

რომ ერთადერთი ჭეშმარიტი მიმართულება ქრისტიანობაში მართლმადიდებლობაა;

რომ ეკლესიების აშენებით ვცხონდებით და ამიტომ ყველა კუთხეში თითო ეკლესია გვაქვს;

რომ რაც უფრო ბევრ ფულს ჩავუკუჭავთ ჯიბეში მღვდელს, უფრო კარგად დაგვწერს ჯვარს ან აგვიგებს წესს;

რომ მღვდელს აქვს უფლება, ჭკუა დაგვარიგოს, დაგვტუქსოს და თავად გადაწყვიტოს ჩვენ ნაცვლად რაღაცები;

რომ ეკლესია სახელმწიფოზე მაღლა დგას;

გვჯერა, რომ არჩევნების დროს პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტოები მრევლზე მუშაობს;

გვჯერა და გვეშინია.

ამიტომაც არ ან ვერ ვიცავთ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ;

ამიტომ ვუყრუებთ, როდესაც რამდენიმე მოქალაქეს გავეშებული ბრბო ჩასაქოლად მოსდევს;

ამიტომ ვერ ვეწინააღმდეგებით მღვდლებს, რომელთა ნაწილის ქადაგებებიც ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებითაა სავსე;

ამიტომ ვერ ვბედავთ, დავაკისროთ საშემოსავლო გადასახადი საეკლესიო ბიზნესს;

ამიტომ ვერ ვბედავთ შევუშვათ აუდიტი დაწესებულებაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება იცოდეს, სად მიდის ჩვენი ჯიბიდან გადახდილი მილიონები;

ჩვენ ვერ ვიცავთ ამ ყველაფერს, რადგან როგორც მთავრობას, ისევე რიგით მოქალაქეებს ასეთი მკრეხელური ფიქრების გაელვებაზეც კი ერთადერთი კითხვა მოგვდის თავში:

რას იტყვის სამღვდელოება?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^