Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი ისტორიული დაბადების დღე

06 ნოემბერი 2016

ოცდამეშვიდე დაბადების დღეც  ჩვეულად მშვიდად მიუახლოვდა დასასრულს.  ყვავილების, შუშხუნების და ხმაურის გარეშე, ისე გამოვიდა თითქოს არ გადახდილი დაბადების დღე სოციალურ ქსელში აღვნიშნე, 400 კაციანი "wall"  აგორდა  . მილოცავდნენ მეგობრები,ახლობლები, русетиданац милоавднен.... ისეთ წრეში ვარ სულ არ იციან "ვისთან აქვთ საქმე" და არც არავინ ცდილობს განსაკუთრებული მილოცვა მოიფიქროს, ვდგავარ,  ხელში ლუდის ქილა მიჭირავს, ზურგზე ჩანთა და ჩანთაში 3 ნომერი რაგბის ბურთი და "რაგბში ხო მაგრები ვაართ ბრაატ" სერიიდან ვპასუხობ შეკითხვებს.  არც დაბადების დღე გამოდის რაგბის გარეშე... მოკლედ არაფერი განსაკუთრებულითქო ვფიქრობდი, როდესაც   გავიგე, რომ სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა. მოხდა ის, რის გამოც ეს დღე ისტორიაში შევა.     

შევა აბა რას იზამს, ჯორდანის მერე ასეთი მოვლენა ჩიკაგოს არ ახსოვს. მოკლედ "არაამქვეყნიურები" , "სხვა პლანეტაზე მცხოვრებნი", მსოფლიო თასის ორგზის მფლობელნი  და ჩამოთვლა შორს რო წაგვიყვანს, აი ასეთი ბიჭები დამარცხდნენ. ახალი ზელანდიის ნაკრებმა 18 მატჩიანი წაუგებელი სერია ირლანდიასთან შეწყვიტა და 29-40 დამარცხდა ... და "თლა შავები" თავისით ვერ დამარცხდებოდნენ ფაქტია. ირლანდიამ ამ დიდი გადატრიალებაში მთავარი როლი მოირგო. 

პირველი ორი ლელო ძალისმიერი შეტევებით დადეს.  ქონორ მიურეის ცრუ მოძრაობა, ამ მოძრაობაზე წამოგებული  აარონ სმიტი  და ირლანდიის უპირატესობა თვალსაჩინოა. ასე წამის მეასედში გადაწყვიტა ქონორმა, დაიქნია და ლელო ძელებთან ახლოს ... მე და ქონორი "ერთი გოდა" ვართ, ჩემზე უფროსია და ჩემი დაბადების დღის გაისტორიულებაში თავისი წვლილიც შეიტანა.  ამ მომენტზე ოცწლამდელთა მსოფლიოზე ვასკას ლელო გამახსენდა ზუსტად, ირლანდიელების მომავალ თაობას რო დაუდო. მაშინ უსამართლოდ გაგვიგდეს კაცი, თორე ვინ იცის ახლა როგორ გავიხსენებდი ვასკას ამ ლელოს. ვასკაზე და ქართულ ლელოებზე მერე.
მოკლედ ზელანდიურ -ირლანდიური დაპირისპირება ირლანდიელების უპირატესობით წარიმართა და 76 წუთამდე სხვაობა 4 ქულა იყო. სამყურებმა  სწორედ აქ დაუსვეს 18 მატჩიან წაუგებელ სერიას დიდი წერტილი.  

თამაშის დასრულების შემდეგ ირლანდიელების ემოციების ნახვა ცალკე სიამოვნება იყო, ხარობდნენ, ზეიმობდნენ, სამშობლოში პაბები გუგუნებდნენ და არც ერთ ირლანდიელ მორაგბეს გამარჯვების სიხარულით გონება დაბინდულს სოციალურ ქსელში ქომაგები არ გაულანძღავს.
გათენდა ახალი დღე და ოვალური სამყაროც აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას , მოვა 19 ნოემბერი შავები და სამყურები ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გაიმარჯვებს ის ვინც 80 წუთის მანძილზე მოედანზე საუკეთესო იქნება.

2016 წლის 5 ნოემბერი ყველას სამუდამოდ დაამხსოვრდება.  დღე, როდესაც სამყურებმა  111 წლიანი უარყოფითი ბალანსის ფურცელი გადაშალეს.  ჩემი ისტორიული ოცდამეშვიდე დაბადების  დღე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^