Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კასტრირებულთა კასტრაცია

19 ნოემბერი 2016

ფროიდისტული ასოციაციური თვალთახდვით, ქალები “კასტრირებული კაცები ვართ”, კასტრირებისას დაღვრილ სისხლს კი, ასევე ასოციაციურად მენსტრუალური სისხლი განასახიერებს.  ფროიდისავე აზრით, ქალებს ამიტომ გვაქვს თანდაყოლილი არასრულყოფილების კომპლექსი და გვშურს კაცების. მაშასადამე, გვშურს, რომ არ გვაქვს პენისი.

ბოდვითი აშლილობის ზოგიერთ შინაარსშიც ჩნდება ქალების წარმოსახვაში ფრაზა, - “პენისი მაქვს და ეს ჩემი საიდუმლოა”.

ქალთა “მეორადი” კასტრირების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შიშს უკავშირდება, რომ კლიტორი მამაკაცური წანაზარდია და თუ არ მოაშორებენ, შეიძლება, ისე გაიზარდოს, პენისად იქცეს.

მეორე მიზეზი ესთეტიკური წარმოდგენაა, - “ასე უფრო ლამაზია”.

მესამე კი, აშკარად კაცების გამოგონილი უნდა გვეგონოს, “თუ ქალი სექსისგან ვერ მიიღებს სიამოვნებას, არც გიღალატებს”. არადა, ამგვარი პატიოსნების სადარაჯოზე, გასაკვირად, თავად ქალები გვევლინებიან. ხშირად კაცებმა არც კი იციან, რა რიტუალი სრულდება მათთვის დახურულ კარს მიღმა. ეს ალბათ გაუცნობიერებლად ქალების ერთმანეთზე შურისძიებაა.

არ ვაპირებ ადამიანის რთულ სექსუალურ კონსტიტუციაზე ვრცლად საუბარს, რომ მხოლოდ გენიტალიებში არ იბადება ეროტიზმი, სექსის და სიახლოვის სურვილი, მითუმეტეს ქალებში, რომელთა შორის ანორგაზმია ყველა ორგანოს ადგილზე ყოფნის შემთხვევაშიც გავრცელებულია და ეს ხელს არ უშლის ქალებს, რომელთაც ორგაზმი არასდროს განუცდიათ, იცვალონ პარტნიორები. საერთოდაც, ბუნებრივი კონსტიტუციის დასახიჩრება ათასნაირი ფსიქიკური ჩანაცვლების ფენომენებით, ათასნაირად შეიძლება ფორმირდეს და ათას გარდასხვად იქცეს.

ფაქტი ისაა, რომ ადამიანის სხეულის დამახინჯება, მითუმეტეს, დამამძიმებელი ტენდენციით, არა ნებაყოფლობითი, - ბავშვურ, უმწეო ასაკში, სრულიად მარტივად, არის სადისტური დანაშაული, გაფორმებული ტრადიციად.

დიახ, ეს არის წამების ტრადიცია.

დღევანდელი თაობის წარმომადგენლებისთვის საბედნიეროდ მსგავსი გამოცდილება უცხოა, მაგრამ ჩემი თაობის ადამიანების დიდი ნაწილი, ფსიქოთერპიისას უმძიმეს სტრესად იხსენებს უნარკოზოდ გაკეთებულ გლანდების ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი გაუტკივარება ხდებოდა, ხელებ და ფეხებ დაბმულ ბავშვს რომ სისხლს არწყევინებდნენ და ყელიდან ჯირკვლებს გლეჯდნენ, მთელი ცხოვრების კოშმარად გასდევს ბევრის მოგონებებს.

ქალთა წინადაცვეთის პირველი ფაქტები ძველ ეგვიპტეშია დაფიქსირებული, მანამ სანამ ქრისტიანობა ან ისლამი გაჩნდებოდა. ამდენად ის არცერთი რელიგიის წიაღიდან არ იღებს სათავეს. შემდეგაც, საუკუნეების მანძილიზე და  დღემდე, მას ორივე რელიგიის ქვეყნებში ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, უფრო მეტად ისლამურ ქვეყნებში ხდება მსგავსი რამ, მცდარია, თითქოს ისლამური ჩვეულება იყოს, ქრისტიანი კოპტებიც მისდევენ ამ ადათს. ყურანში კი გარკვვეით წერია, რომ “ადამიანის სხეული სრულყოფილია” და მას არაფრის მოკვეთა, ან მიკერება არ სჭირდება.

ცივილიზებულ ქვეყნებში ამ საშინელ გადმონაშთს კანონის ძალით ებრძვიან. ოპერაცია არალეგალურია, შესაბამისად, მისი განმახორციელებელი ისჯება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. ზოგიერთ ქვეყანაში კი სპეციალურად შემოიღეს კანონი სქესობრივი დასახიჩრების შესახებ.

მართლია, უმეტეს ჩვენგანს განცდა გვაქვს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩინოსნებს სერიოზული საკითხები ნაკლებად ადარდებთ, ხელის განძრევაც ეზარებათ, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას.

აუცილებელია ბავშვების დედების სწორად ინფორმირება, რა გამოუსწორებელ ფსიქიკურ და ფიზიკურ ტრავმას აყენებენ შვილებს, მანამდე, სანამ ამ ბარბაროსობის მორიგ ფაქტს ჩაიდენენ, რომ ჯერ კიდევ დაუსახიჩრებელი ბავშვები გადავარჩინოთ წამებას.

აუცილებელია “ექიმბაშების” დასჯა, არალეგალური საქმიანობის, გადასახადების დაფარვის და ბავშვისთვის მძიმე სხეულებრივი ტანჯვის მიყენების გამო.

ორიოდე ექიმბშის დასჯაც კი იკმარებს სიტუაციის გაჯანსაღებისთვის.

ამავე დროს, დიდი როლის შესრულება შეუძლიათ რელიგიის მსახურებს. უნდა ვთხოვოთ მუსულმან და ქრისტიან სასულიერო პირებს, კარგად, ხშირად და გარკვევით აუხსნან მოსახლეობას, რომ ამ ადათს არაფერი აქვს საერთო არც ისლამთან და არც რომელიმე სხვა რელიგიასთან.

IWPR: საქართველოში გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების ფაქტები გამოვლინდა

მხატვარ ლია უკლებას პროტესტი/რეაქცია ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკაზე

შსს ქალის გენეტალიების სავარაუდო დასახიჩრებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებებს მიმართავს

გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობა მოსახლეობამ დაადასტურა - ომბუდსმენის განცხადება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^