Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იქ...

22 ნოემბერი 2016

ჩვენთან თოვლს ელოდებიან,  ჩვენთან მთავრობას ამტკიცებენ... ჩვენთან მზეც გამოდის.

იქ უკვე ზამთარია - ადრე მოდის და გვიან მიდის. იქ ზამთარში დიდი თოვლი იცის. იქ ზამთრის არ ეშინიათ ზამთარს იცნობენ. იქ გიო ცხოვრობს... 

იქ სკოლაში სულ 14 მოსწავლეა... სხვა მთიანი რეგიონების მსგავსად საკლასო ოთახებში იქაც შეშის ღუმელით თბებიან. იქ სკოლა ორსართულიანია...

იქაური სილამაზე ბევრს მოსწონს, ბევრიც თავს იწონებს, რომ იქაურობის შვილია, ბევრიც ბარში გამდობარგდა და ჩამოშლილ კერებს ხშირად შეხვდები იქ.

იქ ზაფხული მართლაც ლამაზია, ზამთარი მობეზრებამდე თეთრი, მოუთმენლად გრძელი და დაუნდობლად ცივი.

გიო იქიდან წასვლას არ ფიქრობს, მხოლოდ უმაღლესი განათლების მისაღებად - 4 წლით. იქ გიოს 3 კლასელი ჰყავს - 2 ბიჭი და 1 გოგო. ბიჭებს სპორტზე სიარული უნდათ, სკოლას სპორტდარბაზი არ აქვს.

იქ სკოლის მერე გიო ოჯახს ეხმარება, ბევრს შრომობს და მერე ბევრს მეცადინეობს. იქ მერვე კლასამდე გიო ათოსანი იყო, ბოლოს ერთი ცხრიანი გამოყვა.

გიოს სურს, მოაძლიეროს თავისი კუთხე - ბარში წასული ხალხი მთას დაუბრუნოს და იქ ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

გიოს ყველაზე მეტად ჭიდაობა მოსწონს. სახლშიც ვარჯიშობს, მაგრამ მწვრთნელთან მუშაობა ურჩევნია. გიოს სახლიდან 30 კილომეტრის მოშორებით ბავშვებს ერთი კეთილი კაცი უფასოდ ავარჯიშებს.

აქ რომ გიოს ნატვრა გაიგეს, რამდენიმე უბრალო მოკვდავი შეწუხდა, გაინძრნენ და უკვე მესამე ვარჯიშია, გიო 3 მეგობართან ერთად ზაზა ძიას დაჰყავს სპორტულ წრეზე.

ბავშვებისთვის სპორტის აუცილებლობის იქაც ესმით და ჩვენთანაც. ჩვენთან ბავშვების სპორტში ჩართვა ადვილია, იქ შედარებით რთული.

დღეს იქ გიოს დაბადების დღეა. გიო 14-ის გახდა.

დღეს ჩვენთან მთავრობა დაამტკიცეს. რას დაამტკიცებს მთავრობა? რა შეიცვლება ჩვენთან და რა შეიცვლება იქ?

ზამთარი ისევ გრძელი და დამღლელი იქნება, ზაფხული ისევ ლამაზი და მოკლე...

გილოცავ გიო!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^