Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ გააერთიანებს ლგბტ თემს?

07 დეკემბერი 2016

2016 წლის 19 იანვარს, მას შემდეგ რაც ააიპ “იდენტობას” 7-მა მიმდინარე და ყოფილმა თანამშრომელმა 18 იანვარს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ამხილა კორუფციაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ააიპ “იდენტობას” გამგეობის წევრები შეიკრიბნენ და “გაიხსენეს” (ასე უწერიათ კრების ოქმში), რომ ორგანიზაციის ნამდვილი წევრი თურმე ყოფილა ასევე ანა რეხვიაშვილი. ამავე კრების გადაწყვეტილებით ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა ორგანიზაციის წესდებიდან, რომელიც საჯარო რეესტრის საიტზე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, ამოიღეს ის მუხლი, სადაც დაფიქსირებულია ორგანიზაციის ნამდვილ წევრთა სია. ანუ ამ სიაში ანა რეხვიაშვილი არასოდეს ყოფილა, ამიტომაც გახდა საჭირო ამ მუხლის ამოღება, რადგან სხვაგვარად ძალიან აშკარა იქნებოდა სიყალბე.

შემდეგ როგორც ვიცით, ააიპ “იდენტობას” გამგეობამ აირჩია დირექტორის მოვალეობების შემსრულებლად მარია დარჩიევი. მე მას მოვთხოვე ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც იდენტობასთან როდესმე გამიფორმებია. მიღებული დოკუმენტებიდან აღმოჩნდა, რომ ორი  ხელმოწერილია ჩემს მაგივრად სხვის მიერ და არც ამ კონტრაქტებში მითითებული საქმიანობა განმიხორციელებია და არც თანხები მიმიღია. ხელშეკრულებაზე ასევე არის ანა რეხვიაშვილის ხელმოწერა. ინგა არახამიამ მარია დარჩიევისაგან (ეტყობა აერიათ რა უნდა მოეცათ და რა არა) ასევე მიიღო აშკარად ყალბი ხელშეკრულება, რომელიც იყო გაფორმებული ისეთ დროს, როდესაც ინგა არახამია არა თუ ააიპ “იდენტობაში” არ მუშაობდა, არამედ ამ დროს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. არადა ანა რეხვიაშვილის მიერ ხელმოწერილი ამ ხელშეკრულების მიხედვით ინგა არახამია მუშაობდა კიდეც და სოლიდური თანხები ერიცხებოდა თურმე (საბანკო ანგარიშზე, რომელიც ხელშკრულების დადების თარიღის დროს ბუნებაში არ არსებობდა, რადგან ის თვეების შემდეგ გაიხსნა, როდესაც ინგა არახამიამ რეალურად დაიწყო ააიპ “იდენტობაში” მუშაობა).

დამატებით შეგახსენებთ, რომ მოცემულ პერიოდში მიმდინარეობს სამი საქმე: გამოძიება ააიპ “იდენტობას” ფულადი თანხების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისების თაობაზე, ააიპ “იდენტობადან” მისი თავმჯდომარის გარიცხვის თაობაზე (ორგანიზაციიდან გარიცხვა მოხდა იმ საფუძვლით რომ თავმჯდომარემ ზემოთ მითითებული ხელმშეკრულებების ასლები დონორ ორგანიზაციებს წარუდგინა და ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის სასამართლო ექსპერტიზა მოითხოვა)  და ასევე შრომითი დავა ააიპ “იდენტობას” და იმ თანამშრომლებს შორის ვინს კორუფციაში მხილებისთვის გაათვისუფლეს სამსახურიდან, რის საფუძველზეც ისინი სამსახურში აღდგენას და სახელფასო განაცდურს ითხოვენ.

გუშინ მომივიდა მოწვევა ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ქვიარ ფორუმში მონაწილეობაზე. ამ ფორუმის თანაორგანიზატორია ააიპ “იდენტობა”, ხოლო ერთ-ერთი მომხსენებელი ანა რეხვიაშვილი, რომელიც ვიდეო-ლექციას სხვა ქვეყნიდან სკაიპის მეშვეობით წაგვიკითხავს. ფორუმის გაცხადებული მიზანია ლგბტ თემის გაერთიანება და ლგბტ მოძრაობის გაძლიერება. ფორუმის ფარგლებში ანა რეხვიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას ჰომონაციონალიზმე, სოციოლოგიურ კონცეფციაზე, რომლის მიხედვით ქვიარ თემი, რომელიც არის უკიდურესად დისკრიმინირებული, ცდილობს გამოეყოს უმრავლესობას და ამით თავადვე შეიძლება დაზიანდეს რადგან სოციალური ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია ცალკეული ჯგუფის პრობლემების გადაჭრა.

ანუ მეგობრებო, ანა რეხვიაშვილი (!) კანადიდან მე წამიკითხავს ლექციას იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დამცველი საქართველოში იმისათვის რომ ლგბტ თემის გამთლიანება შეძლოს.

ანა რეხვიაშვილს და მის მეგობრებს საჯაროდ ვეტყვი ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს უფლებადამცველი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში ყველაზე მარგინალიზებული თემის გამთლიანებაზე:

მან უნდა იცოდეს იმ ადამიანების რეალური ყოფა ვისთვისაც იბრძვის. ამისთვის ის უნდა იყოს მიახლოებით მაინც ისეთ პირობებში, როგორშიც ისინი არიან. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ ქვეყნის პოლიტიკის შემქმნელი ადამიანები უნდა დადიოდნენ მეტროთი. ჩვენ არა მათი დროის ფლანგვა გვსურს, არამედ მათი მხრიდან მოსახლეობის პრობლემების სწორი აღქმა.

ის უნდა იყოს კეთილსინდისიერი ადამიანი. იმისთვის რომ მისი, თუნდაც კარგი იდეების რეალობაში იმპლემენტაცია იყოს შესაძლებელი, მას უნდა ენდობოდნენ ისინი ვისზე ზეგავლენის მოხდენაც არის ამოცანა.

ის უნდა მოქმედებდეს ღიად და არა კულუარებში, პრივილეგირებულ თანამოაზრეების წრეში, სადღაც კაბინეტებში, სადაც “ჭკვიანი” ადამიანები ჩვენს მაგივრად მოიფიქრებენ ლგბტ თემის გამთლიანების გზებსა და ფორმებს და ჩვენც გვასწავლიან.

სხვა შემთხვევაში გამოდის რომ ანა რეხვიაშვილი და მისი მეგობრები არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ საკუთარ, ვიწრო ინტერესებს ემსახურებიან და ასეთი გზით ლგბტ თემის გამთლიანებას კი არ უწყობენ ხელს არამედ მისი ჩაგვრის მორიგ რაუნდს ახორციელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^