Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"საახალწლოდ" - რედაქტორის სვეტი #176

19 დეკემბერი 2016

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ - ეს ალბათ ყველაზე ბანალური, მრავალგზის ციტირებული  დასაწყისია საახალწლო ნომრის სარედაქციო სვეტისთვის.

წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში, ზამთრის სუხიან, მაგრამ მხიარულ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული, დაღლილი მკითხველი, ივახშმებს, დაისვენებს, სავარძელში მოკალათდება, პლედს მოიფარებს და ბუხრის თუ გამათბობლის ტკაცატკუცთან ერთად „ლიბერალის“ საახალწლო ნომერს გადაშლის, სარჩევს თვალს გადაავლებს, ცხელ ყავას მოწრუპავს და  თვალსაზრისების, ინტერვიუების, რეპორტაჟების კითხვას შეუდგება...

ასეთ დროს მინდა, წარმოვიდგინო, რომ კითხვის დასრულების შემდეგ არავის მოეწამლება გუნება, არავის მოეშხამება საახალწლო განწყობა და ის საზეიმო განცდა, რაც პირადად ჩემთვის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ძლიერდება ხოლმე. მაგრამ ამ წარმოდგენას - „ლიბერალის“ მკითხველის იდილიას, არღვევს სწორედ საქართველოს ყველაზე გამორჩეული ლიბერალის მარადიული კითხვა: „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“?

გილოცავთ თოვლის პირველ ფანტელებს, რომელსაც მოაქვს სიცივე და გაყინულ ადამიანთა ცხედრები ქუჩებში, ვინაიდან სახელმწიფოს არ სურს, დაინახოს ისინი.

გისურვებთ ხვავს და ბარაქას საზეიმო სუფრებზე, რომელსაც უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი გაშლის 31 დეკემბრის ღამეს, რადგან პროდუქტებს ისეთი სისწრაფით ეკიდება ცეცხლის ფასი, როგორც ჩინურ მაშხალას.

გისურვებთ შეუზღუდავ თავისუფლებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ბორკილებით წაათრიეს იზოლატორებში, ადამიანის უფლებათა დღეს გამართული აქციიდან და რომელთაც ახალ წლამდე ზუსტად 2 დღით ადრე გამოუცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.

გილოცავთ ბავშვებს. ახალი წელი ბავშვების დღესასწაულია. საქართველოშიც, სადაც იუნისეფის ბოლო კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე მათგანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს...

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვისაც შესაძლოა, არ გეზეიმებათ, ვისთვისაც ზეიმი მაშინ იწყება, როდესაც არ შია, არ სცივა, თავზე ჭერი აქვს, როდესაც არ რიყავენ საზოგადოებიდან, არ მიუთითებენ განკუთვნილ ადგილს, ვთქვათ „სპალნას“ ან „კუხნას“, ვისთვისაც ზეიმია, როდესაც სახელმწიფოს რეპრესიული საცეცები არ ბოჭავს, არ ზღუდავს, არ ხელყოფს მის ყველაზე ძვირფას ბუნებით უფლებებს - სიცოცხლეს, ღირსებას, თავისუფლებას.

მომავალ წლამდე.

ჟურნალ ლიბერალის დეკემბრის ნომერი მოიკითხეთ ჯიხურებში:



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^