Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუ, კაი რააა

30 იანვარი 2017

საქმე კვლევაში არ არის. კვლევის გარეშეც ერთი ვნებაა იმ სოციალური ფენების თუ კატეგორიების მდგომარეობასა თუ შეხედულებებზე ღლიცინი, ვისზე მაღლამდგომადაც თავს მივიჩნევთ. ანდა გვინდა რომ სხვები მიგვიჩნევდნენ.

მაგრამ ბოლო დღეების ქსელურ აჯენდას კვლევამ დაუდო სათავე. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა დაუკვეთა გამოკითხვა, სადაც 14-იდან 29 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა და სწორედ იქ დაჯგუფდნენ კატეგორიაში, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხვდებით, არ ვიცნობთ, არ გვსმენია, გვიკვირს და ვრეაგირებთ დაახლოებით იმგვარად, როგორადაც გამოითქმის ფრაზა - აუ, კაი რააა.

მოდი, არასრულად ჩამოვთვლი კვლევის იმ მიგნებებს, რომელთა წაკითხვისას ფრაზაში - აუ, კაი რააა -  მყოფი ნაწილაკის, რააას შემადგენლობაში, ასობგერა ა-ს რაოდენობა მატულობს და იწელება.

►ახალგაზრდების 70% მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

►გოგონების მხოლოდ ერთ პროცენტს ჰქონია სექსი რამდენიმე პარტნიორთან.

►80% სჯერა სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის.

►დედები და მამები გავლენას ახდენენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გამოკითხული ახალგაზრდების დაახლოებით სამი მეხუთედის შემთხვევაში.

►ახალგაზრდების 88%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, 8% კი იშვიათად ეწევა.
და აშ, და აშ.

ახლა კი მოდი ყველა ერთხმად დავუპირისპირდეთ ამ მახინჯ პრაქტიკას, ამ უცნაურ რეალობას, რომელიც ვერც ვხვდები საიდან შემოგვეპარა და შევიმუშაოთ მესიჯბოქსი, მივაწოდოთ ჩვენს ჯერ კიდევ არაგოიმ ახალგაზრდობას სლოგანების სახით.

►ნუ იცხოვრებ მშობლებთან, გადადი ცალკე და გადაიხადე 400$ ქირაში, როცა შენი ხელფასი 300 ლარია.

►თამამად ისაუბრე საკუთარ სექსუალურ გამოცდილებაზე მკვლევარებთან, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის ასაკში დედაშენი მოძალადეს მიგათხოვებს, რადგან "ნახმარს" ცოლად სხვა არ მოგიყვანს.

►არ დაექვემდებარო რელიგიურ დოგმატიკას, მერე რა რომ სკოლაში საგანს, რომელსაც "რელიგია და კულტურა" ერქვა, "მამაო" გასწავლიდა.

►გათავისუფლდი მშობლების გავლენისგან.  მერე რა, რომ მათი ფინანსური შემწეობის გარეშე "ივერიაშიც" ვერ ჩააბარებ, რომელიც კოლეჯებში პირველია, იმიტომ რომ უნივერსიტეტია. ხოლო სტუდენტური დასაქმების პროგრამები, ძირითადად სტაჟირებას გთავაზობენ, უფასოდ და ზეგანაკვეთურად.

►თამამად განაცხადე მარიხუანას მოწევაზე, მერე რა თუ გეშინია, რომ მკვლევართან ინტერვიუს დასრულების მერე მოსაფსმელად წაგიყვანენ.

და აშ და აშ.

გათავისუფლდი კომპლექსებისგან, ისუნთქე თამამად!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^