Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსეთს ხო ვუგებთ, ბრაატ?“

10 მარტი 2017

ვიფიქრე თამაშამდე მოვიცდი და მერე „ჩამოვაყალიბებ-მეთქი“, მაგრამ არ გამოდის.

პროექტ #რაგბიაქაურობას ფარგლებში ბოლო ვარჯიშები ფლავში, აძვში და ნიქოზში გავმართეთ. ფლავში ვარჯიშის დროს ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლის ხმა ისმოდა, პირველ ჯერზე გავშეშდი. ბავშვებს რეაქციაც არ ჰქონიათ... მიჩვეული არიან თურმე. აძვში სკოლის ეზოდან ჩანდა ოკუპანტის ბაზები, ნიქოზში კი ვარჯიშის შემდეგ ბლოკ-პოსტზე ავედით, საიდანაც ცხინვალი ჩანდა... საფლავები ვნახეთ, რომელიც 2008-ში რუსულმა ჯარმა ტანკებით გადათელა....

ბლოკ-პოსტზე ქართველ სამხედროებს გამოველაპარაკეთ... ხანმოკლე  საუბარი იყო, რაღაც უცნაური შეგრძნება - ტკივილის და თანაგრძნობის... დამშვიდობებისას ჩვენი ჯგუფიდან ერთ-ერთმა წევრმა სამხედროებს უთხრა „12-ში ვეჯახებით და როცა რაოდენობა თანაბარია, ვერ გვამარცხებენო“.

ორ ათწლეულზე მეტია მოედანზე ვერ გვამარცხებენ... დიდი ხანია საქართველოს რაგბის ნაკრების განვითარების დონე იმ საფეხურს გასცდა, რუსეთი უხერხულ მეტოქედ რომ ითვლებოდა. თუმცა ეს დაპირისპირება  გულის მოოხების საუკეთესო საშუალებად რჩება დღემდე. 

2013 - გამარჯვება ტონგასთან; 2014 - გამარჯვება იაპონიასთან; 2015 -  მსოფლიოზე 2 მატჩის მოგება; 2016 - კუნძულებზე 3-მატჩიანი წაუგებელი სერია და მაინც მოდის ტიპი და გეუბნება „რუსეთს ხო ვუგებთ, ბრაატ?“ .

ჰოდა ასეთი „ბრატების“ იალქნებს ზურგის ქარად მოევლინა პოსტერი. ფორმით მატრიოშკასთან საერთო არაფერი აქვს - კვერცხია უფრო. კვერცხი, რომელიც ლეიკოპლასტირითაა დამაგრებული და რომელზეც რუსი მორაგბეა გამოსახული. გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, დამარცხებული მორაგბე,  მარცხი მის თვალებშიც ჩანს და მის თვალზეც ასახულია.

 ბოდიში, მაგრამ რაგბი ის სპორტია, სადაც თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგეს დერეფანს უკეთებენ და მესამე ტაიმზე პატიჟებენ. რაგბი ის სპორტია, სადაც ურთიერთპატივისცემა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ბოდიში, მაგრამ ამ სტიკერით მომავალ მორაგბეებსა და ქომაგებს კარგს ვერაფერს ვასწავლით. 

თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ოკუპანტის ტრფობაში დამდოს ბრალი, მათთანაც ბოდიში... მაგრამ რაგბის წარმატება სწორედ რომ იმ ღირებულებების სიყვარულით და პატივისცემით მიიღწევა, რომელზეც დგას ოვალური სამყარო.

მატჩი 12 მარტს დინამო არენაზე გაიმართება, გავავსოთ ტრიბუნები, ვუქომაგოთ ჩვენებს, ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი და მოვექცეთ მოწინააღმდეგეს ისე, როგორც რაგბის შეეფერება.

პ.ს: „მე ვისწავლე, რომ მსაჯს, შენს მოწინააღმდეგეს და შენს გუნდელს პატივი უნდა სცე“. დაწყებითი კლასის მოსწავლე საბა ხინთიბიძე - სოფელი დვაბზუ.
#მიბაძესაბას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^