Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაჩეხილ მუხებს ველოდი

20 მარტი 2017

აი ამ პოსტერის ნაცვლად გაჩეხილ მუხებს ველოდი. ვიფიქრე, რადგან რუმინელებს „მუხის ფოთლებს“ ეძახიან, ამ აგრესიულ და არასარაგბო კამპანიას აგრესიულ ნოტზე დაგვასრულებინებენ და გაგვაკაფინებენ მოწინააღმდეგეს მეთქი. მარტივად მიფიქრია - ხის ჩეხვა არ იქნებოდა ლამაზი. ჰოდა რკოც მოექცა თხილის სატეხში.

თხილის არა, მაგრამ თავსატეხი ნამდვილად გაგვიჩნდა მატჩის დაწყებისთანავე. ნემსაძემ ტრავმა მიიღო და ჩვენმა ნაკრებმა - ცივი შხაპი. თუმცა, რუმინელმა ცენტურიონმა ვლაკუმ ააცილა და თან არაერთხელ. პირველი ნახევარი საათი მძიმე გამოდგა, ვცდილობდით თამაში გაგვეშალა, თუმცა რუმინელების დაცვა მაგრად დადგა და ნული ჩვენს გრაფაში განწყობაზეც აისახა. 32-ე წუთზე კარგი შეტევა და შეგრძნებები გაცოცხლდა, კომენტატორების ხმაშიც გაჩნდა მეტი შემართება და 37 - ე წუთზე შარიქაძემ ფრთაზე მშვიდად დადო ლელო და ცენტურიონმა ქულა აქცია შვიდად.

ტაიმებს შორის შესვენებაზე  შუქი ჩაქრა, წავიდა ფბ ლაივების ჩართვა, რადიოს რეპორტაჟების ძებნა და მეორე ტაიმის დაწყებამდე 1 წუთით ადრე მოსულმა ელექტროენერგიამ ღრმა ბავშვობაში გადამისროლა, ზუსტად იქ სადაც რუმინელებთან გამარჯვება ისეთივე სანატრელი და სასურველი იყო, როგორც ახლა ექვსი ერის კარის შენგრევაა. ვლაიკუმ პირველი ტაიმის შეცდომა გამოასწორა და საბედისწერო სამი ქულაც შემატა აქტივს .

ჯარიმები ვერ გამოვიყენეთ, შეტევების დროს აუტში ბურთიანად გადაგვიყვანეს ბევრჯერ, დერეფნები მეორე ტაიმში ვერ მოვაწოდეთ სათანადოდ. სათამაშო დრო მცირდებოდა, ნერვიულობა პიკს აღწევდა და მიაღწია კიდე . მშრალი მეორე ტაიმი და 8-7 რუმინელების სასარგებლოდ .

თანაბარი ქულები დაგვიგროვდა , მაგრამ ჩემპიონები თქვენ გახდითო და თასიც გადმოგვცეს, მერე ბანკეტზე მისულ ბიჭებს უთხრეს „ბოდიში შეგვეშალა თასი რუმინეთში რჩებაო„ ასეა თუ ისე ესეც გაკვეთილია.

ერთა თასზე 5 წლიანი წაუგებელი სერია დასრულდა. პირველ ტაიმში მეკოს დარტყმის დროს რუმინელი ქომაგები  რომ დუმდნენ ძალიან მესიამოვნა, მეორე ტაიმში რომ ახმაურდნენ - არა. თამაშის დასრულების შემდეგ ჯანსაღ კრიტიკას გაცდენილი ქართველი „ქომაგების“  ხმაური უფრო არ მესიამოვნა.  ამ მარცხში  ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუმცა ვხედავ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც განვითარების კიდევ ერთი ეტაპია . განვითარების კიდევ ერთი ეტაპი გულშემატკივრების ცნობიერების ამაღლება და სარაგბო ღირებულებებზე დაფუძნებული კამპანიებია.

P.S. ეგ რკო თავის ადგილზე დადეთ, სატეხი შეინახეთ და ოცწლამდელთა მსოფლიოსთვის სარაგბო მიმართულებით იფიქრეთ.

მხიარული და ძალიან სწრაფი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^