Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღსრულებული მარტოობის საგა

13 აპრილი 2017

აბა რას იტყვით?

მზად ხართ სრული მარტოობისთვის?

სიხარულს დაფშვნილს,

მონეტებივით რომ მიიწეპებთ

გამშრალ ღაწვებზე.

          ქალაქები, დიდი ქალაქები პლანეტის ზურგზე. ყველაზე დიდი თავშესაფარი მარტოობისთვის. ჩვენ ყველანი ერთ დიდ და უსასრულო მარტოობის აწმყოში ვცხოვრობთ. სადაც ფიქრებით ვმოგზაურობთ დროში, წარსულიდან მომავლამდე. დროში გაწელილი აწმყო, ეს ჩვენი ცხოვრებაა, დაბადებიდან ვიდრე სიკვდილამდე.

          ჩვენ, სიკვდილის ადამიანები დავიწყების მუდმივი შიშის პირისპირ ვაფიქსირებთ საკუთარ თავს და როგორც პოეზია, ჩვენი სიცოცხლე სავსეა რიტმით, რომელიც ბოლო სტროფში ჰპოვებს დასასასრულს. უკვდავებას, როგორც მარადიულ სიკვდილს.

          ქუჩები წვიმიანი დღის ყველაზე რთულ მონაკვეთში ჰგავს სიცოცხლის იმ მომენტს, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის იმიტაციას ახდენს.

          დავიწყება მარტოობის იმანენტური მდგომარეობა, და ამავე დროს მისი პირმშო, მისი ერთადერთი ლეგიტიმური გაგრძელებაა. დავიწყება უკვე ნიშნავს არსებულიდან გასვლას, უკვე დაშვებაა არსებობის, რომელიც უნდა დავიწყებულ იქნას. ასევე ისეო, როგორც ქრისტე, დავიწყებულია ადამიანთა მიერ აწ და მარადის.

          მოცემულობა მარტოობიდან მარტოობამდე, დაბადებიდან სიკვდილამდე, მარტოობის კიდევ ერთი ეტაპია. დაბადება და სიკვდილი, პოეზიის მწვერვალია და ფილოსოფიური აზრთაჭიდილის სარბიელი. სიკვდილი სიცოცხლის ერთადერთი და ჭეშმარიტი განმსაზღვრელია, რადგან ყველა აზრი კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ სიკვდილი გაქრება, ანუ ჩვენ ერთ დიდ უსასრულო მარადისობაში მოგვიწევს ცხოვრება.

          საზოგადოებაში დაბადების მომენტი, პოზიტიური განწყობა და იმედის დღესასწაულია. სიკვდილი კი ნეგატიური, ტრაგიკული წერტილი.

          ადამიანი განსაზღვრავს დაბადებას, როგორც გარდაუვალ, აუცილებელ ჭეშმარიტებას, იმედსა და სიცოცხლის ზეიმს. მაგრამ ადამიანის დაბადება მისი სიკვდილის დაბადებას ნიშნავს, მისი მარტოობის და ცხოვრების - იმ შუალედური  მოცემულობის, რომელიც არის აღსრულებული მარტობიის საგა.

          ყველა ჩვენგანი კი საკუთარი მარტოობიდან გასაქცევ გზას ეძებს.

          ძიება, ეს აუცილებელი პირობაა. რომ არა ძიება, ცხოვრების შეწყვეტა, ნებისმიერ მონაკვეთში გამართლებულია და გარდაუვალიც კი. რადგან თუ ყველა იმედი მკვდარია, სწორედ მაშინ გვმართებს იმედების პოვნა. რადგანაც ,,ღმერთი მკვდარია,, და უნდა დადგეს დრო, როცა ადამიანი გამოცხადდება ერთადერთ, უპირობო ღმერთად. ნიცშეს ეს აზრი არა პროგრესის იდეაში, არამდენ ადამიანის ადამიანობის იდეაში უნდა განხრციელდეს. მისი უკვდავების, თითოეული ადამიანის უკვდავების იდეა, როგორც ერთადერთი მთლიანის, ანუ სიკვდილის იდეაში.

          საზოგადოება, ეს ყველაზე დაქუცმაცებული, და წარმოსახვით მთლიანობაა, რომელიც მზად არის საკუთარი იმედები უმალ სიკვდილის სიცოცხლის სახით დაბადებაზე დაამყაროს, ვიდრე თვითონ სიკვდილზე, როგორც მოვლენაზე, რაც თავისთავად სიცოცხლის ერთადერთი პირობაა.

          და ვიდრე სიკვდილი თავისი დიდებულებით მოიცავს ჩვენს გონებას და/ან გახსნის უხილავ გზას, ცნობიერის, როგორც ენერგიის სხეულიდან გატყორცნისთვის. ან კი სიკვილი, როგორც ბიოლოგიური სასრული, საბოლოო წერტილს დასვამს, მანამდე ყველანი არათუ უნდა ვეცადოთ, არამედ ვალდებული ვართ, რომ ასეც მოვიქცეთ და მაქსიმალურად მივეახლოთ მის მდგომარეობას, როგორც ნიშნულს. შემდეგ კი ამ წერტილიდან გავიაზროთ თვითონ სიცოცხლე, როგორც მოვლენა.

          საკუთარი სიკვდილის დაშვება პროცესში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, ყველაზე რთული, ფაქტობრივად შეურსულებად ამოცანაც კია მრავალთათვის.

          და მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით. – ერთ-ერთი ყველაზე დადებითი სიკვდილის სიმბოლო, ქრისტე შერაცხულია მრავალთაგან, როგორც მხოლოდ სიცოცხლის, ისევ და ისევ ცხოვრების მარადიულობის გაგრძელება. და მრავალნი მოდიან მისი სახელით და გვთავაზობენ გადარჩენას არათუ სიკვდილის, არამედ სიცოცხლის გზით. ყოველი სიცოცხლე, სიკვდილის დასაბამია, და ყოველი ახალშობილი, ახალი სიკვდილის საწყისი.  გოლგოთას გზა, ყველამ ვიცით რომ სიკვდილია, მითების და ლეგენდების გარეშე. ქრისტიანთაგან თუ ვინმე ცდილობს მიბაძოს ქრისტეს, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს გარდაუვალ ჯვარცმას ნიშნავს. აღდგომის პერსპექტივის გარეშე. და თუ აღდგომა, ახალი სიცოცხლის საწყისია, ის უკვე თავის თავში მოიცავს საკუთარ სასრულს, ანუ სიკვდილს. ქრისტე თუ აღსდგება, ის აუცილებლად მოკვდება, მის მარადიულობას მხოლოდ მისი ჯვარცმა, ანუ მისი სიკვდილი განაპირობებს.

          ერთადერთი მარადიულობა, რასაც ადმიანი მიესწრაფვის,  მისივე სიკვდილშია. მისი (სიკვდილის) დაშვება, როგორც გარდაუვალი, და ერთადერთი ჭეშმარიტება, იმ ჭეშმარიტების საპირწონედ, რასაც ჩვენი დაბადება და ცხოვრება ჰქვია.

          ასე რომ დროა შევაბიჯოთ სამყაროში აღდგომის გარეშე სადაც ყველა მეტაფიზიკური იმედი მკვდარია და მხოლოდ ჩვენს მიერ გამოძერწილ, ხელშესახებ იმედებთან ერთად გვიწევს ცხოვრება. რომლებიც ყველაზე რეალურია, მანამდე ვიდრე ისინიც მოკვდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

07 დეკემბერი
07 დეკემბერი

თეორია VS პრაქტიკა

აქვს თუ არა ავტომობილს ქვეითებისთვის გზის დათმობის ვადებულება? გვეკითხება ასე 10-კაციან ჯგუფს მასწავლებელი  და ...
01 დეკემბერი
01 დეკემბერი

ორი მამა

- მამა მოდი ვითამაშოთ, “ფრი, ფრი!” შენ ამაგდებ მაღლა ცაში და არ შემეშინდება რომ ციდან დაბრუნებულს, ...
28 ნოემბერი
28 ნოემბერი

მეც საქართველოს ჩემპიონი ვარ

რა ხმამაღალი განცხადებაა და რა მაგრად ჟღერს, ღმერთმანი.  კაცს უცებ თვალწინ დაუდგება გადამწყვეტ მომენტში მომაკვდინებ ...

მეტი

^