Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოფიციალური სამადლობელი წერილი საქართველოს პარლამენტს და მთავრობას

26 აპრილი 2017

ბატონებო და ქალბატონებო,

მადლობელი ვარ, რომ არსებობთ.

ტელევიზორიდან თქვენი მჭახე ხმა

ფრინველივით როცა მოცურავს,

ვგრძნობ, დაცული ვარ და ჩემ გარშემო

მფარველი ანგელოზის აჩრდილი კრთება.

ხშირად წარმოვიდგენ, როგორ მიქნევთ ხელს

ძვირადღირებული მანქანებიდან,

ჩაწეულ შუშებში თვალს ვაპარებ

და ვხედავ, კონდიციონერიდან მონაქროლი ფარფატა სიო

როგორ გიგრილებთ ჭკვიანურ შუბლებს.

ო, როგორ მინდა, დაგიკოცნოთ ეგ შუბლები

(მოგფხანოთ მაინც, ბოლო-ბოლო),

მაგრამ ვერ გწვდებით,

სოციალური ასიმეტრიის ჯებირები მაშორებს თქვენგან.

მაგრამ ასეც მადლობელი ვარ, სხვანაირად არც შეიძლება.

მადლობელი ვარ, რომ გვაჩუქეთ თქვენი თავი,

და ბონუსად - ეკონომიკური კრიზისიც,

რადგან ადამიანის სულს სიმდიდრე აზიანებს

და ჩვენ ეს უკვე აღარ გვემუქრება.

მადლობელი ვარ, რომ იხსენით ჩვენი სულები,

ეს არ არის ირონია, საფრთხე ხომ მართლაც დიდი იყო.

მადლობელი ვარ, რომ შეუნარჩუნეთ ჩემს ქალაქს სახე

და მას ღარიბები კინწისკვრით მოაშორეთ,

ახლა გაცილებით ლამაზია ჩემი ქალაქი,

ლურჯად ლივლივებს რკინიგზის სადგური,

ღარიბები აღარ არიან,

(სად არიან ვაჭრები, ვაჭრები არ არიან)

ყველანი კარგად ვართ,

გადასარევად.

მადლობელი ვართ, რომ მიიღეთ მეტაფორებით სავსე კანონები,

მართალია, ცოტა არ იყოს, სულელური, ალაგ-ალაგ, კატასტროფულიც,

მაგრამ გვესმის, რომ ყველაფერი ჩვენთვის კეთდება,

ძალას არ ზოგავთ,

ჩვენ ამას ვხედავთ და ვაფასებთ

და საერთოდაც, მადლობელნი ვართ, როგორც უკვე მოგახსენეთ.

* * *

ძალიან ვღელავ თქვენზე,

ზოგჯერ სიზმარში გხედავთ,

თუ როგორ ელეგანტურად იხდით გახამებულ პერანგებს,

მოსუქებულ კისრებს იზელთ

და  წმინდა საპარლამენტო მინეტს მიკეთებთ.

რა პატივია! უხერხულობისგან აღარ ვიცი, საით წავიდე,

ძილისმიერი ეაკულაციის ნარჩენებს მორცხვად ვირეცხავ

და მომდევნო დილის სამადლობელს წრფელად აღვავლენ.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^