Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამწუხაროდ,  ბერა კულტურულ გმირად  მაინც ვერ გამოდგება - ქართველი კულტურტრეგერებისთვის საყვარელ და აუცილებელ  "მამისადმი ამბოხს" ვერ ახორციელებს. მეტიც, ამ  ტექსტში:

"თუ რამეს მივაღწიე,

მივაღწიე თითონ.

გაიხსენე ის დრო,

ბავშვობა გავწირე,

ყველა ჩემი იარა

იარაღად ვაქციე"  - უცნაურად აზელილია მამისა და შვილის დისკურსები და ალაგ-ალაგ ბიძინა ლაპარაკობს. მის ტექსტებში ასე ხშირად ხდება.

გარდა ამისა, ბერა თავიდანვე შეზღუდულია - დამაჯერებლად ვერასდროს ილაპარაკებს პოლიტიკურ უკმაყოფილებას - პირს რომ გააღებს, მამამისის ოქრო უელავს. მაგრამ სამაგიეროდ კულტურულ უკმაყოფილებას ვინ წაართმევს? თუ მოუნდება, რომ  გაბრაზდეს, ამ ველზე შესაძლებლობები აქვს. ამას უკვე აკეთებს მისი რამდენიმე მეგობარი - უხამსი გადაცემებით, სათბურში გამოკეტილები რომ ქირქილებენ,  რაღაცებს და ვიღაცებს ვითომ რომ დაცინიან.  როგორც კი  თავებს გამოყოფენ  გავლენიანი მეგობრის იღლიებიდან, ერთი სული აქვთ, ვინმესთან რამე უპირატესობა იგრძნონ.  სანახავია ბერას ყველა სტუმრობა მათ გადაცემაში,  როგორც  ქლესაობის სწორუპოვარი ნიმუშები.

ეს გაწვრთნილი პუდელები უგერგილოდ, თხის სიცილით, პოზიტიურ ატმოსფეროში ღლიცინებენ ბირჟავიკებზე და „პროგრესისთვის“ ხელისშემშლელ სხვა გარემოებებზე. და შვებას პოულობენ თავიანთ პრიალა სათბურში. იმ ხალხს, ვისაც ისინი გამწარებით დაცინიან, "პროგრესის" მატარებლის დისპეჩერმა ოდესღაც უკვე აუკრძალა ვაგონში ასვლა.  ხოლო ბაქანზე დარჩენილ ხალხს თბილი ვაგონიდან ენას უყოფდე,  უხამსი ქცევაა. თანაც რატომ? სავარაუდოდ იმიტომ, რომ კარგად ტუსაობაში ხელი შეგიშალეს რამდენიმეჯერ - ანუ განვითარება შეაფერხეს.

ვისაც ჯერა, რომ ჩადებები აღარ ხდება,  მარტო დავტოვოთ თავის ამაყ მიამიტობაში.

ბერას სიტყვებს მოქმედება მოყვა, ოღონდ ეს გვაჩვენებს მისი სიტყვების პერფორმატიულობის შესაძლო სახიფათო მხარეს - ძნელი წარმოსადგენი არაა, მისი  მხრიდან განსხვავებული სამი სიტყვის დაწერით, გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგეს ვინმე სხვას. 

თუმცა მანამდე, ორმა ახალგაზრდამ ჯერჯერობით ციხეს თავი დააღწია. ეს გასახარია და იმავდროულად ეს ვერ გამორიცხავს იმას, რომ მათ მიმართ  სიმპათიები არ გქონდეს -  მათი პაროდიები  კომედი შოუს „გლდანის ციხის“ სერიების გაგრძელებას გავს. მაგრამ გვაქვს თანაგრძნობა -  ალბათ, ისეთი არა, როგორიც იმ ხალხის მიმართ, ვისაც გირაოთი გამოშვების სანაცვლოდ 50 000 ლარის შეთავაზება არ შეუძლია. მაგრამ გვაქვს ემპათია, როგორც ჩვენში არსებული უჭკუო, უზნეო და სასტიკი პოლიციური პრაქტიკების მსხვერპლთა მიმართ. ხოლო ამ პრაქტიკების მსხვერპლები, თუ უკვე არ დაგვავიწყდა, ასევე დემურ სტურუა და ლევან აბზიანიძე არიან, რომელთა მკვლელობაში მონაწილე ხალხი ან უკვე გარეთაა, ან არც დასჯილა და კიდევ ასობით ჩვენი თანამოქალაქე,  ყველაზე ღარიბი ოჯახებიდან და ყველაზე ცივი ბაქნებიდან.

ვინ დაგვიშლის, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი:

რეპერები უარს ამბობენ, ისარგებლონ ბერას მხარდაჭერით, მათი ადვოკატი სასამართლოში ხსნის გირაოს შუამდგომლობას და ბიჭები პატიმრობაში რჩებიან - არ გამოვლენ მანამ, სანამ იგივე მუხლით დაპატიმრებულ  ბირჟავიკებს არ გამოუშვებენ - როგორც წესი იმედდაკარგულებს, უხმოებსა და თითქმის უჩინრებს,  რომლებსაც ადგილს მხოლოდ ბირჟაზე სთავაზობენ და  რომლებსაც პრიალა სათბურებიდან ხშირად უყოფენ ენას.

ეს მორიგი მალფუჭებადი გმირის გამოჩენის მოთხოვნა არ არის, არამედ იმგვარი რადიკალური სოლიდარობისა, რომელიც საკუთარ ინტერესებზე დროებით მაინც იტყვის უარს - საერთოს სასარგებლოდ,

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^