Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დეიდა ნატო, 6 ერი სახლშია?“

12 ივლისი 2017

თებერვალი და მარტი მუდამ გამორჩეულია. ამ დრო ჩანს, რომ  ერთა თასისთვის გავიზარდეთ და „გვიჭერს“ ეს ტურნირი. ამ დროს ტყდება დიდი გნიასი „6 ერში რატო არ გვიღებენ, ბრაატ?“ ამ დროს მიდის ვორლდ რაგბის ფბ გვერდზე კომენტარები - „არიქა მიგვიღეთო“. ჩაივლის მარტი და თებერვლის თოვლივით ქრება ეს შემართება.

შემართება კი არა სასტარტო სამი შეხვედრის წაგების გამო ზოგიერთმა იკითხა კიდეც - რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშიაო. თქვენ თუ მარტო მოგების გამო ქომაგობთ ამ სპორტს და წაგების დროს ბურთის ფორმა და სპორტის სპეციფიკა თუ გავიწყდებათ, რაგბი თქვენი თამაში ნაღდად არაა.

20-წლამდელთა მსოფლიო უდიდესი მოვლენა იყო ქართული სარაგბო ოჯახისთვის და ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის. ამ ღონისძიების მასპინძლობის მოსაპოვებლად კი ქართული რაგბი დიდი ხნის განმავლობაში რთულ გზაზე მოაბიჯებდა, ნელა, დინჯად, ტრავმებით და დახეული ბუცებით. თუმცა ტრავმები მოვიშუშეთ, ბუცებიც გამოვცალეთ, ცოტა სისწრაფეც მოვუმატეთ და, აგერ ბატონო, აფრასიძის ლელომ აალაპარაკა მთელი მსოფლიო და გასავარდნ ზონაშიც კი გავაცილეთ არგენიტინელები.

ამ მსოფლიოდან ვიღაცას ეს წარმატება ახსოვს, ვიღაცას ზელანდიელების ჰაკა, ვიღაცას პატარა დროშა და ვიღაცას ჩამქრალი შუქი. მსოფლიო რაგბის ძალიან კარგი შეფასება კი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ჰოდა ეს შეფასება ისეთი კარგია, რომ 6 ერის ოცწლამდელებთან ერთად გვრთავენ ტურნირში და ჩვენს მუდმივ მეტოქე რუმინელებსაც ეპატიჟებიან.

ხოდა ეს ამბავი ძალიან მიხარია, მაგრამ ცოტა მეცინება: თებერვალსა და მარტში 6 ერის კარიბჭეს რომ ანგრევენ, ის ადამიანები არ ჩანან რაღაც. ან ამ ტურნირის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან ან უბრალოდ ჯგუფურ ეტაპზე წაგებული სამი თამაში ვერ მოიშუშეს.

2012 წლამდე ნოემბრის ტესტები გვქონდა სანატრელი, რამდენიმე წელია ზაფხულშიც კარგი სპარინგები გვაქვს. გავა დრო და ამ პერიოდს გავიკვირვებთ 6 ერის გარეშე როგორ ვარსებობდითო. ჰოდა მეტი ხელშეწყობა და ცოტა მოთმინება, მეგობრებო, და ყველაფერი კარგად იქნება.

 ოვალურ სამყაროში წარმატება მოდის ნელა და დინჯად, თუნდაც სვლა დახეული ბუცებით დაიწყო. ეს ის სპორტია, სადაც ეკიპირებაზე მნიშვნელოვანი ჟინი და შემართებაა. ჟინი და შემართება კი სიყვარულის გარეშე არ არსებობს. თუ არ გწამს, არაფერი გამოვა. ამ საქმის სიყვარულით და რწმენით მოვიდა ქართული ოვალური სამყარო დღემდე. ნელა, დინჯად, რწმენით და სიყვარულით.

ამ მსოფლიოს მასპინძლობისას კიდევ ერთხელ ზრდილობიანად დავაკაკუნეთ 6 ერის კარზე. იქიდან კი რაღაც ხმაური გაისმა, ჩუმი უწყინარი, და „გლაზოკის“ შიდა მხარეს რაღაც სილუეტიც გამოჩნდა... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^