Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემპიონების“ სასაფლაო

25 ივლისი 2017

გონების თვალი რომ გადავავლოთ და დავფიქრდეთ, კვარცხლბეკზე ასვლამდე დამარხული „ჩემპიონის“ უამრავ მაგალითს გავიხსენებთ. ზოგს მწვრთნელმა არ გაუმართლა , ზოგიც ტრავმებმა გააწამეს და მედიკოსებს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აღმოაჩნდათ, ზოგს უბრალოდ იღბალი არ ეყო, ზოგიც „ა“ პუნქტის პირველივე მონაკვეთზე „დაამუხრუჭეს“.

ვინ იცის, რამდენი ტალანტი დაკარგა ქართულმა სპორტმა, რამდენი მომავალი „ჩემპიონი“ ზის ახლა სახლში და საკუთარ წარუმატებლობას მთელ სამყაროს აბრალებს.

ბავშვთა ასაკში სპორტში, განსაკუთრებით კი გუნდურ სპორტში ჩართული მოზარდები სწავლობენ შრომას, გუნდურობას, წესების პატივისცემას, რაც სამომავლოდ ნებისმიერ სფეროში გამოადგებათ.

თანადგომა და გამხნევება ზუსტად იმ პერიოდიდანაა საჭირო, როცა მოზარდი კონკრეტული სფეროს მიმართ ავლენს ინტერესს. „უი არა, ჩემი შვილი ვერ ითამაშებს რაგბს, ძაან გამხდარია“,  „კაი რაღა დროს შენი  რაგბია, დაგლეწავენ“,  „უი არა,  რა რაგბი, დაგამახინჯებენ“, „ვერ წამოვალ თამაშზე, არ შემიძლია ვუყურო, როგორ გკლავენ“ - ასეთი შეფასებები და ტექსტები რომ ჰქონოდათ ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშეების მშობლებს, ცოლებს, შეყვარებულებს...

 ვეტერანი მორაგბისგან გავიგე პირველად: „ბიჭი ქალისთვის თამაშობს: ჯერ დედას ეპრანჭება, მერე შეყვარებულსო“.  ჰოდა ამ ეტაპზე უდიდესი როლი ენიჭება „პრანჭვის ადრესატებს“. შეკრებაზე მოსულ არაერთ ბავშვს სახლშივე გადაუწყვიტეს, რომ არ შეუძლია სირბილი, აზიდვების კეთება და ამ „გადაწყვეტილებების გასაჩივრებას“ შეკრების პირველი დღეები მიაქვს  ხოლმე.

 ბევრჯერ მითქვამს, რომ მოზარდებთან ჩვენი შეხვედრები კონკრეტული სპორტის მიმართულებით ტალანტის აღმოჩენას არ ემსახურება. ჩვენი მიზანი გუნდურობის კარგად ახსნა და მოზარდებისთვის თავდაჯერებულობის  განმტკიცებაა - რომ ყველას შეუძლია, თუ  სურვილი ექნება და თუ შრომას არ დაიზარებს. და ეს ამართლებს - მუშაობს მოზარდებთან და იმუშავებს ზრდასრულებთან. 

მხარდაჭერა და გამხნევება ყველა ეტაპზე საჭიროა - პირველი ვარჯიშიდან იმ მომენტამდე, სანამ „ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებენ“. ტყუილად არ ამბობენ ხოლმე „შეიძლება დიდი სპორტსმენი ვერ გახდე, მაგრამ ცხოვრებას ისწავლიო“. ნებისმიერ სფეროში საკუთარ ადგილს იპოვის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან შრომისმოყვარეა, მუშაობს გუნდურად, იცავს დისციპლინას და იცის მარცხისა და გამარჯვების ფასი. 

ასე რომ, მშობლებო, შეყვარებულებო, მეუღლეებო, მეგობრებო! გაამხნევეთ თქვენიანები, დაუჭირეთ მხარი და შეუქმენით მოტივაცია. ვინ იცის, რამდენი მომავალი ჩემპიონია ჩვენ ირგვლივ. ნუ ჩაკლავთ ტალანტებს უყურადღებობით, მოუცლელობითა და არასერიოზული დამოკიდებულებით!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^