Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ვოლკობანა" მაას...

22 აგვისტო 2017

7 საათიანი მგზავრობა ისეთი დამღლელი აღმოჩნდა, რომ ვერც ულამაზესმა პანორამებმა, აგვიsტოში  თოვლის ნახვამ და ვერც თუშეთის მისტიური გზის მშვიდობიანად გავლამ ვერ გადაფარა.

შევდივარ ბანაკის ტერიტორიაზე სადაც 10 დღიანი ფესტივალის ნახევარი უკვე მიიწურა და წინა ღამეს გვიანობამდე მიწურული ჩემი მომავალი მეგორები ნელნელა გამოდიან მზის შუქზე. მუსიკოსები, მოქანდაკეები, მხატვრები... ბევრმა ხელვანმა მოიყარა თავი და მე ჩემი მეგობრული ბურთით...

 ხო, სწორად მოვხვდი. დღეს საღამოს ქართული რაგბის ისტორიაზე ფილმს ვაჩვენებ, პატარა შესავალიც გავაკეთე, ფილმიც გავიდა და ტაშიც დავიმსახურე.

გათენდა და ვიწყებ მოედნის მოძიებას, მე და ჯაბა, ჯობა და ჯაბა ვეძებთ მოედანს და ვპოულობთ კიდეც. ჯაბა ერთი დინჯი ბიჭია, მთელი ფესტივალის მონაწილეებზე და სტუმრებზე რო დილიდან საღამომდე ზრუნავს.

მოედანი ნაპოვნია, ბავშვებიც მოგროვდნენ, 10 მოზარდი. ყველაზე უფროსი 13 წლისაა ყველაზე პატარა 4 ის. გვყავს ნანა, სტუმარი გოგონა უკრაინიდან, რომელმაც ქართული არ იცის.  მოკლედ,  მაგრად უნდა მოვინდომო, რო ვარჯიში ყველას მოეწონოს.

შეუძლებელია გიყვარდეს ბავშვები, გქონდეს მეგობრული ბურთი და ვარჯიში ვინმეს არ მოეწონოს. ყველაფერი მაგრად მიდის და როგორც ხდება ხოლმე ვარჯიშის ჩემთვის დროულ და მათთვის უდროო დასრულებას მოყვება მცირე პროტესტი.

ამ ფესტივალზე ყველაზე მეტად ვუყვარვარ ბავშვებს, ყველაზე ნაკლებად მოქანდაკე გოჩას, ჩემი ფარული ნიჭის აღმოჩენაში  დეიდა ნატო და „კოპი“ მეხმარებიან და ყველაზე მაგრად მივლის დეიდა ნანა.

ბანაკში ოცდამეერთე საუკუნის ფეოლას და  ზოგჯერ ბიჭიკოს მეძახიან. ვარჯიშების მერე ბავშვებს ბანაკის ტერიტორიაზე ვნახულობ, ვხუმრობთ, ვერთობით. სახელები ზეპირად ვიცი, ხასიათებიც შევისწავლე და აი ყველაფერი რო მწყობრშია, მაგ დღეს ვაანალიზებ, რომ დღეს პატარა ლექციას და ბოლო ვარჯიშს ვატარებ .

ბავშვების ნაწილი პირველადაა თუშეთში დასასვენებლად, ნაწილიც ადგილობრივია და გზის ჩაკეტვამდე ჩადის ხოლმე ახმეტის რაიონში ოჯახთან ერთად. თუმცა მეგობრული ბურთის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

მოვეწყეთ, ახლებიც გვყავს. მაგალიტად ლაშა - გიორგი, ყველაზე უფროსია. მოთელვას მოვრჩით და კითხვა დავსვი, რომელზეც პასუხი უნდა იყოს ერთიანი და ხმამაღალი „დიახ“ , მაგრამ არ გამოდის:

-არ მესმიიის

-დიახ

-არ მესმიიიის

-დიიიაახ

-კარგია.

და უცებ აჩი მაწყვეტინებს

-მაას , ეს ვარჯიში რატო არ გავაკეთეთ?

-დამავიწყდა აჩი, მეც ხო ადამიანი ვარ, სკლეროზი მაქ მგონი.

ამ დროს ერთი (სახელს და გვარს რო არ დავასახელებ )ეშმაკურად მიყურებს და მეუბნება -

-მას თუ არ გესმით და სკლეროზი გაქვთ რა რაგბი, დაისვენეთ მაას.

მაგრად ვიცინეთ ყველამ, ახლა თამაშის დროა.

თამაში რა საკვირველია თაჩ რაგბის წესებით. ვცდილობ ეს წესები ავხსნა , „მგელობანას“ პრინციპით ადვილად ავხსენი და ახლა ნანა უნდა ვუთარგმნო:

-ბიჭებო მგელობანა როგორაა რუსულად?

-ვოლკობანა მაას.

არ აყოვნებენ პოლიგლოტები.

ნანას ავუხსენით  და ეს თამაში ნამდვილად მისია. პატარა, 9-10 წლის გოგონა ისეთ მოძრაობებს აკეთებს და ისეთ პასებს უშვებს, ყველას გვიკვირს და ყველა ერთხმად ვაქებთ.

სრულდება თამაში, მოვაწყე ბავშვები და წინა ვარჯიშზე რომ ძალიან ნიჭიერად ბურთაობდა ის ბიჭი მოდის, გუჯა მორცხვად ჩადგა მწყობრში.

-სად იყავი გუჯა ?

-მაპატიეთ მას, მამას ვეხმარებოდი.

ბავშვებს  მადლობას ვუხდი ამ სამი დღისთვის. ვემშვიდობები, ბურთს სამახსოვროდ გუჯას ვუტოვებ. 7 საათიანი დამღლელი უკანა გზის განმავლობაში არაერთხელ გამახსენდ გუჯა და მისი მორცხვად ნათქვამი საპატიო მიზეზი.

მომავალ წელს ისევ ავალ თუშეთში, ისევ ვივარჯიშებთ და გუჯას ალბათ ისევ მოუწევს ვარჯიშების გაცდენა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^