Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეც საქართველოს ჩემპიონი ვარ

28 ნოემბერი 2017

რა ხმამაღალი განცხადებაა და რა მაგრად ჟღერს, ღმერთმანი.  კაცს უცებ თვალწინ დაუდგება გადამწყვეტ მომენტში მომაკვდინებელი კონტაქტი, შენელებული კადრით მიწისკენ წასული მოწინააღმდეგე და ბოლო წამზე ნახტომში დადებული გამარჯვების ლელო. თვალცრემლიანი მე და ოქროს მედალი დაჩეჩქვილ მკერდზე.

 მოკლედ ყველაფერი სხვაგვარად იყო.  საქართველოს ჩემპიონი გორის ჯიქთან ერთად ნამდვილად გავხდი (როგორც მენეჯერი).  მედალი არ მერგო მაგრამ სიამაყით აღვმართე „დიდი 10-ის“ თასი. ოღონდ  მას შემდეგ, რაც დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა და ბიჭები მოედნიდან გავიდნენ.

 წელს, 14 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს პირველობისთვის გორის „ჯიქი“ და ბათუმის „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გულშემატკივარი - მაქსიმუმ 1000 კაცი. თამაშის დაწყებამდე  2 საათით ადრე „ბათუმელები“ შემოვიდნენ დროშებით, გონგებით და შეძახილებით. გავუღიმეთ ერთმანეთს. ერთ-ერთი „მოწინააღმდეგე“ ჩემკენ წამოვიდა, ხელი გამომიწოდა და წრფელი ღიმილით მწარე სიმართლე გამანდო:

- დღეს გიგებთ და გული არ დაიწყვიტო.

გავუღიმე და ასე დავიშალეთ. თამაში დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა გარდამავალი არ იყო, ქომაგები მონაცვლეობით ამხნევებდნენ თავიანთ გუნდებს.  „ჯიქმა“ ჩემპიონობა „ბათუმს“ არ დაუთმო. დაჯილდოვების ცერემონიაზე, როგორც ხდება ხოლმე, ჩემპიონები მეტს იღიმოდნენ და ჩემპიონების ქომაგები უფრო მეტს ხმაურობდნენ.

გული დაწყდათ ბათუმელებს, მორაგბეებსაც და ქომაგებსაც, მაგრამ  მესხის ტრიბუნების სკამები  მცირეწლოვანის კბილებივით არავის დაუძრია - არც მოგებულს, არც წაგებულს. ყველაფერი რომ დამთავრდა, მესხის ტრიბუნებიდან ცენტრალურ გზამდე ასასვლელი ის დიდებული აღმართი გალურჯდა და გაყვითლდა. ლურჯი „ბათუმის“, ყვითელი კიდევ „ჯიქის“ ფერია.

ის, რომ რაგბის ქომაგი ტრიბუნებს არ ლეწავს, არ ნიშნავს იმას, რომ ქართული რაგბის განვითარებას ქართველი ქომაგი თანაბრად მიჰყვება. რაგბის კავშირის მესვეურებმა იზრუნეს და ზრუნავენ იმაზე, რომ არ შეგვექმნას თაობათა ცვლის პრობლემა და ახალგაზრდები სულ სხვა რაგბის თამაშობდნენ. ამ მიმართულებით არის კიდეც სასიკეთო ძვრები. მოდიან ახლაგაზრდები, რომლებიც სულ სხვა პირობებში და სულ სხვა სისტემით აღიზარდნენ. უფრო და უფრო მეტი მოზარდი ერთვება ოვალურ სამყაროში, ქომაგის მადაც უბრალო ძღომის სურვილს სცდება და გურმანულ კაპრიზებში გადადის.

ჰოდა გურმანებო იმით ნუ დაიმშვიდებთ თავს, მესხს ვავსებთ და ჩემპიონატის თამაშებზე ერთმანეთს არ ვხოცავთო. იმაზე ვიფიქროთ, ტრიბუნები რომ პირველი ტაიმის ბოლოს ივსება. როდესაც ამ კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობ, ხშირად მახვედრებენ პასუხს:

- საცობებია, ძმაო.

ჰოდა ძმებო და დებო, თუ 40 წუთი გაგვიანდებთ ხოლმე, ჩვეულზე 40 წუთით ადრე გამობრძანდით სახლიდან და გაავსეთ ტრიბუნები. 

მოკლედ, შაბათის მატჩის მერე საქართველო - ამერიკის 6 მატჩიან დაპირისპირებაზე მინდოდა დამეწერა, ცოტა ანალიტიკა, ბევრი ემოცია და სახალისო ამბები ძველი შეხვედრებიდან.  ჩემპიონის ქომაგების ვიდეომ ისევ რაღაც დამრიგებლის როლში ჩამაყენა... მეც საქართველოს ჩემპიონი ვარ, მეც მიხარია ჩემპიონობა, მეც არ ვეთანხმები ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილებას მაგრამ...

გაუფრთხილდით გუნდის ღირსებას, ბიუჯეტს  და ტრიბუნებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ამერ-იმერი ქუთაისში

ღვინოვ, კახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

სოლიდარობის მასტერკლასი

17 მაისს დემონსტრაციას ვატარებთ. მთავარი მესიჯი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიება და საქმეების შე ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

როგორ გვაღარიბებენ აფთიაქები

1. გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნე ...

მეტი

^