Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუთასთვის

17 იანვარი 2018

 13-14 წლის წინ ჩემი მეგობრის ბიძაშვილის დასახმარებლად კლასის ბიჭები ნუცუბიძეზე წავედით. გაგვიმართლა, ოღონდ ახლა ვფირობ ასე, რომ გავიმართლა, თორემ მაშინ ალბათ ყველას გვეწყინა, რომ დაპირისპირებული მხარეები „ვზროსლებმა“  ყოველგვარი ჩხუბის გარეშე შეარიგეს. იმ დღეს ერთი ქერა, ცისფერთვალება ბიჭი დამამხსოვრდა, რომელიც იმ მხარეს იყო, რომელ მხარესაც ჩვენი „დამხმარე რაზმი“ იდგა. ასე გვესმოდა დახმარება...

წლების შემდეგ მე და ეს ქერა, ცისფერთვალება ბიჭი კიდევ შევხდვით, ბევრად უფრო ხმაურიან გარემოში, თუმცა ახლა ყოველგვარი გაურკვევლობის გარეშე. ერთმანეთიც გავიხსენეთ და ბავშვობის დროინდელ ამბავზეც ბევრი ვიცინეთ. ცოტა დავლიეთ და ფეისბუქზეც დავამატეთ ერთმანეთი. ფეისბუქიდან ვაკვირდებოდი, როგორ ჩალიჩობდა, როგორ დაოჯახდა და როგორ შეეძინა ახლად შეუღლებულ წყვილს ულამაზესი გოგონა.

ამ ულამაზესი გოგოს ფოტოებს დღეს თითქმის ყველა ვხვდებით ნიუსფიდში...

  • გამარჯობა ლევან, როგორ ხარ? რაგბის მაისური სად მოგაწოდო?

ასეთ ტექსტს ასაკობრივი ნაკრების ორი მორაგბე ერთდროულად მწერს. მოკლედ და კონკრეტულად, მეკითხებიან სად და როდის მნახონ.

მახარებს ეს ფაქტი, დახმარება ვითხოვე. „დამხმარე რაზმის“ წევრების რაოდენობა იზრდება. მორაგბეებს გამოფენა-გაყიდვისთვის სარაგბო მაისურები და ეკიპირება ვთხოვე.  დახმარება ვითხოვე #თუთასთვის. თუთა წლინახევრის ულამაზესი გოგოა ანკას და ანთიმოზის შვილი. #თუთასთვის ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა და თუთასთან ერთად მისი მძიმე სენის დამარცხება გადაწყვიტა. და როცა ვამბობ, რომ ერთობით ყველაფერი გამოვა, ამ სიტყვების ყოველთვის მჯერა და როცა ყველა დავჯერებთ, ყველაფერი გამოვა.

 28 იანვარს ფარბრიკაში 16 საათიდან დაიწყება გამოფენა-გაყიდვა. მე ისევ „დამხმარე რაზმის“ წევრი ვიქნები, ოღონდ ამჯერად არ დავაგვიანებთ და ბევრად უფრო მნიშვნელოვან პრობლემას მოვაგვარებთ, ვიდრე მოზარდები გაურკვევლობაში არიან.

 13-14 წლის შემდეგ მე და ის ქერა ცისფერთვალება ბიჭი ისევ შევხვდებით, ისევ ერთ მხარეს ვიდგებით ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად.  ის ქერა, ცისფერთვალება ბიჭი თუთას მამაა, ჩვენ - თუთას მშობლების მეგობრები და ერთობით ყველაფერს დავძლევთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^