Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეოცედ! ოცით და შავი სამკლაურით!

12 მარტი 2018

ერთ სპორტულ, დახურულ ჯგუფში წლის საუკეთესო წევრმა სარაგბო ფრთას შეკითხვით მიმართა: „რა უცნაური სპორტია ეს რაგბი - ვიგებთ და სულ უკმაყოფილოები ხართ; ცუდად ვთამაშობთ, ვაგებთ და კმაყოფილები ხართ, მაგრა ვითამაშეთო“.

 რაგბის იმდენი სპეციალისტი გამოჩნდა გუშინდელი თამაშის შემდეგ, რომ გული მიგრძნობს, მალე „6 ერის“ მამები აქეთ შეგვეხვეწებიან, მიგვიღეთო. უკმაყოფილო იყო გულშემატკივარი განსაკუთრებით პირველი ტაიმით. უკმაყოფილების გამოხატვის მრავალი ფორმა მოძებნა გულშემატკივარმა  და ბევრ მათგანს რაგბის მთავარი ღირებულება - ურთიერთპატივისცემა დაავიწყდა. კრიტიკის გარეშე პროგრესი არ არსებობს, თუმცა ამ კრიტიკას ნუ დავამსგავსებთ იმას, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ტელევიზიით... რაგბია ეს, ბატონებო და ქალბატონებო. ვიღაცის თამაში მოგვეწონება, ვიღაცის არა, მაგრამ ამის გამო შეურაცხყოფაზე გადასვლა არ უხდება ოვალურ სამყაროს. სადღაც ისიც კი ამოვიკითხე: „აი მთავრობა რუსეთს ეტენება და ესენიც მგონი „ძმურ ნიჩიასაგორებენო“. 

 ნაკრებში მოხვედრა არაა ადვილი საქმე და ნაკრებში თამაში საკმაოდ რთულია. დიდია პასუხისმგებლობა და წნეხი. კონტაქტური სპორტია, იჩეჩქვები, ილეწები, რაღაცები არ გამოგდის. მთავრდება თამაში, იმარჯვებ და მერე სოციალურ ქსელში გხვდება კრიტიკა და არაკორექტული გამოსვლები. მაღალი დონის პროფესიონალი როდესაც ხარ, არაკორექტულ გამოხტომებს ალბათ ყურადღებას აღარც აქცევ, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ბევრია ისეთი მორაგბე, რომელსაც ჯერ 10 კეპიც არ მოუხვეჭია...

თამაშს 50-მდე ადამიანთან ერთად ვუყურე. საბედნიეროდ, ჩემ ირგვლივ არაკორექტული შეფასებები ჩვენი მორაგბეების მისამართით არავის გამოუთქვამს. სამაგიეროდ, მსაჯის მხედველობის მდგომარეობისა და მოწინააღმდეგის მშობლების, ჯიშისა და გენის სიღრმისეული განხილვა იყო მსუყედ.

მგონი იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ სადღაც შუალედში ვართ გაჭედილი -  ზედმეტად გაზრდილები „ერთა თასისთვის“ და ჯერ კიდევ ნორჩები „6 ერისთვის“. იყო შეცდომები, იყო კარგი მომენტები. ცნობისთვის რაგბიში შეცდომაზე ერთმანეთს არ დასცინიან და არც ლანძღავენ, ამხნევებენ და გამოსწორებას ერთად ცდილობენ. ჰოდა, ეგ წესი ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ დავნერგოთ, მგონი, ჩვენი სტრესული და დაძაბული რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება. 

რუსეთი ნაკრები "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ, ამჯერად შავი სამკლაურებით, დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა ამ ჟესტით ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული ქართველო სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის ხსივნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

#ნელაზვიადი

ჩვენი ქვეყნის კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ნორმადაა მიჩნეული, ნუ გაგიკვირდე ...
12 ივნისი
12 ივნისი

სარაგბო ი(ა)პონია

- ახლავე გირჩევნია, თუ ხვალ - დამშვიდებულზე? ლამის ყვითელი ფერი დაჰკრავს ამ სათაურს და ძნელი გამოსაცნობია, რაგბისთან რა ...
07 ივნისი
07 ივნისი

ღია წერილი თეა წულუკიანს

მოგესალმებით ქალბატონო თეა! ალბათ გაინტერესებთ, რატომ გწერთ მედიის მეშვეობით, ღია წერილის ფორმატში. იქნებ იმიტომ, რომ ...

მეტი

^