Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჟურნალიდან გადმომხტარი ტიპი“

18 მარტი 2018

გაზაფხულზე, განსაკუთრებით აპრილის მეორე ნახევარში, ძველი იპოდრომი რომ ახალ სიცოცხლეს იწყებს, სულ სხვა მოტივაციით მიდიხარ ვარჯიშზე. მითუმეტეს, რომ დიდი ხანია „არ განძრეულხარ“, გუნდიც მოგენატრა, ვარჯიშიც და ყველაზე მშვიდობის მოყვარე თავად მშვიდობაძე - მწვრთნელი ვახოც.

მონატრებულ შეგირდს ვახო თბილად შემხვდა და მითხრა, ახალი ბიჭები გვყავს ბლომადო. დავიწყეთ გახურება, ვაკვირდები ახლებს და საკუთარ თავს, დიდი მოტეხილობების შემდეგ რა შემიძლია - ბევრი არაფერი. ჰოდა „ჩემს“ პოზიციაზე  დგას ჟურნალიდან გადმომხტარი ტიპი - მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ფეხზე ტატუ და რაც მთავარია, იმდენად მაგარ ფორმაშია, რომ ზემოხსენებული „სხვა მოტივაცია“ სულ სხვა მიმართულებით მიდის.

ვარჯიშის ბოლოს ერთმანეთში თამაში გადავწყვიტეთ!  ერთი, რაც იმ თამაშიდან მახსოვს, იმ ჟურნალიდან გადმომხტარმა ტიპმა „ნაბიჯი გაშალა“, კარგი სისწრაფით წამოვიდა ჩემკენ და გვარიანად მგლიჯა. წავედით მიწისკენ და ბურთი არცერთს აღარ გავხსოვდა... მოგეხსენებათ კონტაქტური სპორტია და ... მახსოვს როგორ ჩაუსისხლიანდა თვალები და როგორ შეუცვალა სახე ბრაზმა, მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, იმ მომენტში რა საყვარელი სანახავი ვიყავი მოსუქებული ლოყებით, ახლად აწყობილი სახით და ამ ყველაფერს აგვირგვინებდა პატარა ზომის შლემი, რომელიც მომატებულ კილოგრამებს ხაზსს მსუყედ  უსვამდა .

მშვიდობის მოყვარე მწვრთნელის სასჯელმაც არ დააყოვნა და გაგვაგდო ვარჯიშიდან . ჩამოვსხედით იქვე.

ხელი გავუწოდე

- ლევანი

- დათო (მე დათა გავიგე და დღემდე ასე ვეძახი)

ეს ყველაფერი 2013 წელს მოხდა. დათამ 2014 წლიდან მწვრთნელობა გადაწყვიტა და 4 წლის მანძილზე ზუგდიდში ბევრ მოზარდს შეაყვარა რაგბი. ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით, მაგრამ მუდმივად ხაზზე ვართ და 5 წლის წინ მოედანზე დაწყებულ კინკლაობას საკმაოდ კარგი გაგრძელება მოჰყვა.

შარშან სატელეფონო საუბრისას დათამ მითხრა, რომ დევნილთა დასახლებაში გუნდის შექმნა სურდა. ჰოდა სატელეფონო საუბრიდან 1 თვეში დათას ახლად შექმნილი „რაგბის კლუბ სოხუმის“ ფორმები გავუგზავნე.

გუნდის შექმნა და შენახვა არაა ადვილი საქმე და ამაში ბევრი კარგი ადამიანი დაგვეხმარა, ყველა კი საერთო მიზანმა გაგვაერთიანა - ჩვენ ამ ბიჭების რაგბიში ჩართვა გვსურდა. ჰოდა, აგერ ბატონო, დღეს გუნდში 25-მდე მოზარდია და „სოხუმმა“ კიდევ ორი შეხვედრა გამართა, გამარჯვებაც იგემა და მარცხიც.  ახლა თბილისისკენ მოემართებიან და დღეს ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუქმომაგებთ.

ახლა მე(ც) დავფიქრდი, რისი თქმა მინდოდა ამით.

პირველი იმის, რომ კონკურენცია ჯანსაღად უნდა მიიღო და თუ ვინმე „ჟურნალიდან გადმომხტარმა“ „სასტავიდან ამოგაგდო“, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებო. მეორე იმის, რომ ჩხუბის მიუხედავად, მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემა არასდროს უნდა დაკარგო,  მესამე კიდევ იმის, რომ ჩვენს  მზარდებს ჭირდებათ რაგბი - ჯანსაღი ცხოვრება და კარგი განათლება. ჰოდა და კიდე მთავარი #ერთობით ყველაფერი გამოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^