Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბასთვის

10 აპრილი 2018

- ვაა, ბატონო კაპიტანო.

- როგორ ხარ, ჯობა? ჩემი სათამაშო მაისური წამოვიღე, რავი, თუ გამოადგებათ...

რო არ გამოგვადგეს რატომღაც.

ბუკას მაისური ეგრევე გაიყიდა, ისევე, როგორც დიდი რაოდენობით სარაგბო ეკიპირება. წითელ პარასკევს ქართული სარაგბო ოჯახის წევრებმა ღვინის ქარხანა N1-ში მოიყარეს თავი.

აქ სტუმარსაც და მასპინძელსაც ერთი მიზანი აქვს - რაც შეიძლება მეტი თანხა მოგროვდეს 20 წლის მორაგბის, საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად, რომელსაც ლეიკემია აქვს და თურქეთში ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

ხალხი დილიდან მოდის, ათვალიერებს ეკიპირებას, წუხს საბას მდგომარეობის გამო და ნელ-ნელა ჩვენი „ყულაბაც“ ივსება. ევროპის ჩემპიონი 18-წლამდელები მწვრთნელთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან არიან.

კეპები მაგრად გაიყიდა, ხო? მაიცა, სახლში კიდე მაქვს და მოვიტან.

ამბობს „ხიჭვი“ - გიორგი მიქანაძე და დანარჩენებთან ერთად გადის.

ეკიპირების გარდა, გვაქვს სპორტდარბაზის აბონემენტები, ღვინო, პასკები და ეს ყველაფერი იმ ადამიანების კეთილი ნებით, რომელიც საბას არც იცნობენ, თუმცა გაჭირვების დროს ერთად დგომის ფასი ესმით.

დახლებთან ხუთნი „ვმუშაობთ“. მე, ზალიკოს და მიშოს სარაგბო ეკიპირება გვაბარია. მარიკა კონსულტანტთან ერთად პასკებს და ღვინოებს პატრონობს. ყველა კარგ ხასიათზეა, რადგან ყველას სჯერა, თუ ბევრნი ვიქნებით საბა კარგად იქნება და ყველამ ვიცით, რომ აუცილებლად ვიქნებით ბევრნი!

„ხიჭვი“, მიშიკო და თემიკო შემოდიან, კეპებს მაძლევენ და ამ დროს „დიდების“ კაპიტანი 18-წლამდელებს ესალმება.

- როგორ ხართ, ბიჭებო?

ერთ-ერთი ტრიალდება და პასუხობს:

-კარგად, თქვენ?

ასაკში სხვაობა სულ რამდენიმე წელია, ორივე მათგანი ხომ ნაკრების წევრია. ერთი - ეროვნულის, მეორე - ასაკობრივის, მაგრამ აქ უმცროსებს უფროსების განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ.

ღიმილში, ერთმანეთის გამხნევებაში, საათში ერთხელ ფულის გადათვლაში ჩამობნელდა კიდეც.

ავბარგდით და ბანკში მივდივართ. თანხას ვრიცხავთ და სახლის გზაზე მიშო მეუბნება:

აი ახლა ამოვისუნთქე, მთელი დღე დაძაბული ვიყავი.

იმ საღამოს ამოვისუნთქეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ასეთი ამოსუნთქვა გველოდება, მანამ, სანამ საბას მკურნალობის თანხა ბოლომდე არ შეგროვდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

„მოგხვდებათ ცხვირში“ - ვის ემუქრება ხელი ...

დასრულდა ავადსახსენებელი საპრეზიდენტო არჩვენები. ვიფიქრეთ, ახლა მაინც შერბილდებოდა ეს აუტანელი დაპირისპირება ხელისუფლებ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე

რაც დღეს  ხდება, „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. აი რატომ: - ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო- ...
10 დეკემბერი
10 დეკემბერი

სამოქალაქო აქტივიზმი - „მოდით, დავიწყოთ ...

არა ღმერთს ან ბაზრის „უჩინარ ხელს“, არამედ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ! სამოქალაქო აქტივიზმის როლი, ...

მეტი

^